Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოების კრება

2019 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში, საღამოს ერთობლივი ლოცვის შემდეგ, მორიგი სამღვდელოების კრება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის და რუსთავის სასულიერო დასის წევრები.

კრებას ხელმძღვანელობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი.

წინამძღვრის ნაცვალმა წარადგინა კრების დღის წესრიგი, რომელშიც შედიოდა რიტუალური და ორგანიზაციული ხასიათის რამოდენიმე საკითხი. წმინდა მამამ მოუწოდა დამსწრეებს უფრო ყურადღებიანები იყვნენ ყველა ეკლესიაში ჩასატარებელი რიტუალების ერთგვაროვნებისადმი და აღნიშნა კვირა დღეებში, წმინდა წირვის დროს ეკლესიის გარეთ შესასრულებელი სარიტუალო წესების შესაძლო გარმორიცხვა, ყოველგვარი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ურთიერთშეთანხმების წესით შესრულებაზე.

ასევე საუბარი იყო რელიგიის სააგენტოს ინიციატივით სომეხი სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით ქართულის სწავლის გაკვეთილების გავლის საკითხის შესახებ.

კრების დღისწესრიგის მთავარი კითხვა იყო სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ბოლო თვეების პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარებები, უფრო კონკრეტულად კი, სტამბოლის კონვენციის ამოქმედების პრობლემა და მის წინააღმდეგ გავრცელებული სახალხო პროტესტის ტალღა, ასევე სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ ახალი საგანმანათლებლო კრიტერიუმების განხილვა, რომლის თანახმადაც საჯარო სკოლების სასწავლო გეგმიდან შეიძლება ამოღებულ იქნას სომხური ეკლესიის ისტორიის საგანი და უმაღლესი სასწავლო განათლების სისტემიდან სომხური ენისა და ლიტერატურის საათების სავალდებულო სწავლება.

სასულიერო პირებმა გამოხატეს თავიანთი შეშფოთება და აზრები აღნიშნული საკითხის შესახებ. გადაწყდა ერთიანი განცხადებით გამოსვლაც კი.

კრება შეაჯამა წინამძღვრის ნაცვალმა, მოუწოდა მონაწილეებს უფრო გულმოდგინედ განავითარონ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო საეკლესიო ცხოვრება და ყურადღება გამოიჩინონ დედა სამშობლოში მიმდინარე ეროვნული და საეკლესიო მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ.

წარმოგიდგენთ სტამბოლის კონვენციასთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასის განცხადების ტექსტს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են