Материалы

ახალგაზრდების რელიგიათშორის შეხვედრაზე განხილულ იქნა ეგზუპერის ზღაპარი „პატარა უფლისწული“

2019 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა ეგზუპერის „პატარა უფლისწული“ ზღაპრის განხილვა. ღონისძიება განხორციელდა ქართული მართმადიდებელი ეკლესიის საპარტრიარქოს „რელიგიათშორისი კომუნიკაციის და კრიტიკული აზროვნების“ პროგრამის ფარგლებში.

განხილვას ესწრებოდნენ თემის ახალგაზრდული განყოფილების ირგვლივ გაერთიანებული ახალგაზრდები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები, საკვირაო სკოლის მოსწავლეები და პროგრამის მონაწილეები.

ღონისძიებას ესწრებოდა თემის წინამძღვრის ნაცვალი ღირსი მამა, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი, ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელ მღვდელ ტათევ მარუქიანთან ერთად.

პროგრამის ავტორ გიორგი წეროძემ წარადგინა იდეის განხორციელების მიზეზი, რომლის მიხედვითაც იგეგმება ყველა რელიგიური მიმართულებისთვის მისაღები ღირებულებების და იდეების განხილვით კომუნიკაციის აქტივაცია სხვადასხვა რწმენის და ეროვნების ახალგაზრდებს შორის და ამ მიზნის მიღწევაში თვითონ როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა აირჩია ყველასთვის ნაცნობი ანტუან ეგზუპერის „პატარა უფლისწული“ ზღაპარი.

განხილვაზე დამსწრეებმა თავიანთი მოსაზრებები წარადგინეს. ახალგაზრდებმა ისაუბრეს სამყაროს შექმნის შესახებ ზღაპრის გმირის წარმოდგენების შესაბამისად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგული იდეების შესახებ, განასხვავეს ცნებები - განხილვა და განსჯა. ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაესვა ახალგაზრდულ ასაკში ზღაპრის ახლებურად აღქმას.

ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, ღირსმა მამამ, სხვა რელიგიურ მიმართულებებთან შეხვედრის და განხილვის მნიშვნელობის ხაზგასმით და იმას, რომ მსგავსი შეხვედრების დროს განხილულ უნდა იყოს ის უნივერსალური ღირებულებები, რომლებიც მისაღებია ყველა ეროვნული და რელიგიური მიმართულებისთვის.

პროგრამის ავტორმა, გიორგი წეროძემ განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის განვითარებას.

ჰაიარტუნ, ახალგაზრდობა

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են