“სომხეთის სასიყვარულო ლირიკა“ წლის წიგნის პრეზენტაცია „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში
2019 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში გაიმართა შეხვედრა და წლის წიგნის „სომხეთის სასიყვარულო ლირიკა“ პრეზენტაცია სომხეთის რეპუბლიკის ქალაქ გიუმრიდან ჩამოსული მწერალ, მთარგმნელ, დრამატურგ არა გევორგიანთან.
ჰოვანეს თუმანიანის ყოფილი საცხოვრებელი ბინა ხალხმრავალი იყო.
ინტერესი დიდი იყო, რადგან მობრძანებულიყვნენ უცხოენოვანი ლიტერატურის გულშემატკივრები და შემფასებლები, სომხური კლასიკური ლიტერატურის ნიმუშების, რუსული თარგმნის მოსასმენად. შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ მწერლის, მთარგმნელის ინიციატივით და მის ირგვლივ გაერთიანებული მთარგმნელების ოსტატური თარგმნით, რუსულენოვანი კითხვის მოყვარული საზოგადოება სომხური კლასიკური ავტორების ნამუშევრებს, სომხეთის სასიყვარულო ლირიკის კრებულის მეოთხე, წლის წიგნის პრეზენტაციას ყოვლად სომეხთა მწერლის ყოფილ ბინაში დაესწრო. გაჟღერდა თარგმნები სომხური ლიტერატურის საგანძურიდან, შუა საუკუნეებიდან ახალ და თანამედროვე ლიტერატურამდე.
პოეტი და მთარგმნელი მარინა კირაკოსიან-მოსესოვამ წარადგინა მის მიერ შესრულებული სხვადასხვა მწერლების შემოქმედების თარგმანი.
საღამო გახდა სომხური ლიტერატურის ნიმუშების რუსულ თარგმანთან გადაკვეთის შესანიშნავი შესაძლებლობა.