Материалы

ქალბატონ რიტა სარგსიანის ვიზიტი „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში

2019 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრს სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის მეუღლე, რიტა სარგსიანი ესტუმრა. ვიზიტი მოულოდნელი და სასიმოვნი სიურპრიზი იყო. სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და რიტა სარგსიანი ყოვლად სომეხთა მწერლის ბინის თანა-ქველმოქმედები არიან. მათი ინიციატივით და სპონსორობით, თუმანიანის თბილისური ბინა აღჭურვილ იქნა მწერლის ცხოვრების დროინდელი პერიოდის შესაბამისი შიდა დიზაინით, ავეჯითა და ჭურჭლით.

შესრულებული ცვლილებების შემდეგ, ეს, ქალბატონი რიტას პირველი ვიზიტი იყო თუმანიანის სულით გაჯერებულ ამ ცენტრში. უკანასკნელმა მეგობრებთან ერთად დაათვალიერა ცენტრის ოთახები, კმაყოფილება გამოხატა შესრულებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, აღფთოვანებით აღნიშნა, რომ ცენტრში ნამდვილად იგრძნობა თმანიანის სახლის სტუმართმოყვარეობის სული და ატმოსფერო.

ამ სახლში მიღებული ტრადიციული გამასპინძლების შემდეგ, ქალბატონი რიტა სარგსიანი და მისი მეგობრები დაემშვიდოებნენ „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრს, რომლის ჩამოყალიბების საქმეში მნიშვნელოვანი იყო სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის და მისი მეუღლის მიერ ჩადებული წვლილი.

1

თუმანიანის სახლი

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են