საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირსი მამის ვიზიტი ბრიუსელში
2019 წლის 18-19 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპრაქიის წინამძღვრის ღირსი მამა, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი, ევროპის სახალხო პარტიასთან (EPP) არსებული ინტერრელიგიური დიალოგის ფარგლებში ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსულმანური და ებრაული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ნატოს სათავო ოფისში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში.
„ეკლესისა და რელიგიური თემების როლი მშვიდობის აღდგენასა და კონფლიქტების მოგვარების პროცესში“ თემით, სემინარზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირსი მამა. არქიმანდრიტ კირაკოსის გამოსვლა საქართველოს სახელმწიფო ენაზე იყო წარმოდგენილი და ეხებოდა ქართული მართმადიდებელი ეკლესიის და სხვა რელიგიურ თემებთან სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამშრომლობას, ასევე საქართველოსთვის სასარგებლო საკითხების მოგვარებას, სხვადასხვა რელიგიური თემების მხარდაჭერას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის გამოსვლას დიდი ყურადღებით უსმენდნენ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის. აპატურაისთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე და ამ პროცესში სხვადასხვა რელიგიის წამომადგენლების ჩართულობაზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრები ამავე დღეს ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომას დაესწრდნენ, განიხილეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ისაუბრეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევების ფაქტზე. შეხვედრების დროს ხაზს უსვამდნენ სხვდასხვა რელიგირი წარმომადგენლების როლს და მონაწილეობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.