Материалы

ჭრილობა შეხორცდა, ხსოვნა კი მარადიულია

სამ ათწლეულზე მეტი გავიდა იმ საშინელი დღიდან, როდესაც მოულოდნელოდ დაირღვა სომხეთის სიმშვიდე. 1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთის ტერიტორიის 40% პროცენტზე, ეპიცენტრში 10 ბალიანი სიმძლავრით, დამანგრევებელი მიწისძვრა მოხდა.

2019 წლის 7 დეკემბერს, 11:41 წუთზე სომხურ ეკლესიებში ზარის ხმები გაისმა, სამყაროს და კაცობრიობას შეახსენეს, სომეხთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ. წელს შესრულდა 31-ე წელი იმ საშინელი დღიდან და როგორც ყოველ წელს, დღესაც ხალხმა სანთლები დაანთეს და ილოცეს უდანაშაულო მსხვერპლთა სულების სიმშვიდისთვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ხსენების ცერემონია ეკლესიების ზარების დარეკვით დაიწყო. ადგილებზე სასულიერო მამების მიერ, სტიქაროსანთა დასის მონაწილეობით შესრულდა მოხსენიების წესი.

79137767თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებსაც ახსოვდათ ეს სასტიკი დღეები, რომლებმაც დაკარგეს ახლობლებლები, რომლებმაც დახმარების ხელი გაუწიდეს და რომლებიც მსხვერპლთა ხსოვნას პატივის მიაგებდნენ.

ეკლესიის სასულიერო მსახურმა მღვდელ სამველ თოროსიანმა მიმოიხილა მიწისძვრის კატასტროფული შედეგები, რომელიც სომეხ ხალხს ერგო წილად, აღნიშნა დახმარების ხელის გამწოდებელი ქევყნები, მათ შორის სომხეთს პირველმა დახმარება გაუწია საქართველომ და ქართველმა ხალხმა. დახმარებების შედეგად სომეხი ხალხი გაძლიერდა და ფეხზე დადგა, იპოვა ძალა განადგურებული ქალაქების და სოფლების ასაშენებლად და ყოველ წელს, ამ დღეს უდანაშაულო მსხერპლთა სულების სიმშვიდისთვის ეკლესიებში ლოცვებისთვის.

ეკლესიაში მოხსენიების წესის შემდეგ გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული კატასტროფის შესახებ „ჰაიარტუნ“ცენტრში „ერკრაშარჟ“ (მიწისძვრა) ფილმის ჩვენება გაიმართა.

78548766

ჰაიარტუნ, სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են