რუსთავის სასულიერო ცენტრში „ღაფამას“ დღესასწაული აღინიშნა
2019 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, საგანმანათლებლო ცენტრში „ღაფამას“ ტრადიციული დღესასწაული აღნიშნა. გოგრისგან დამზადებული სომხური ეროვნული ეს კერძი საუკუნეების მანძილზე საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე სუფრის ორნამენტის როლს ასრულებს. დღესასწაულის მიზანი იყო სომხური კულტურის ნაწილის ეროვნული სამზარეულოს არამატერიალური ღირებულებების გათამედროვეობა. დღესასწაულს ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი, ეპარქიის დეპარტამენტების დირექტორების თანხლებით.
რუსთავის სომხური თემი გაერთიანებულია აქ მოქმედი ცენტრში. სულ ორწლინახევრის ისტორიის მქონე ცენტრს დღეს უკვე აქვს თავისი საბავშვო ბაღი, საკვირაო სკოლა, სიმღერის გუნდი, ცეკვის გუნდი, დუდუკის, დოლის და თეატრის წრეები. ცენტრში სტუმრებს მხიარული სიმღერით და ცეკვით, საკრავი შესრულებით სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს.
დამსწრეებმა ისაუბრეს სომხური მდიდარი სამზარეულოს შენარჩუნების, გავრცელების და თაობებისთვის გადაცემის აუცილებლობის შესახებ, რადგან ეროვნული სამზარეულო ხალხის უნიკალურობის გარანტი და ეროვნული მოწმობაა.
ცენტრის ხელმძღვანელმა, მღვდელ ნარეკ ღუშჩიანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს დასწრებისთვის და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, თანამშრომლებს და მოხალისეებს, ცენტრის საქმიანობაში ჩართულობის და მხარდაჭერისთვის.
წინამძღვრის ნაცვალმა დამსწრეები აკურთხა. წმინდა მამამ უმაღლესად შეაფასა მღვდელი ნარეკის ხელმძღვანელობით ცენტრის და ორგანიზატორების საქმიანობა და მიმოიხილა გოგრისგან დამზადებული სამეფო კერძის „ღაფამას“ მომზადების მნიშვნლობა, რომელიც გულისხმობს დედამიწას, სამყაროს მოსახლეობას და მათ რწმენას ღმერთისადმი.
ღონისძიება დასრულდა გოგრისგან დამზადებული სხვადასხვა კერძებით გამასპინძლებით.