საბავშვო ბაღის მოსწავლეების ახალი წლის ღონისძიება და თოვლის ბაბუას საჩუქრები
2019 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრის გალუსტ გიულბენკიან დარბაზში “სურბ მოვსეს ხორენაცი” საბავშვო ბაღის ახალი წლის ღონისძიება ჩატარდა.
მასწავლებლების და აღმზრდელების შრომით და მშობლების მხარდაჭერით, დარბაზში ნამდვილი წინაასახალწლო განწყობა შეიქმნა. ამაყად ამაღლებულიყო ლამაზი სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე.
ხოლო ცენტრში ადგილები დაიკავეს ლამაზმა, გამოპრანჭულმა პატარებმა, ზოგი ტყის ბინადარის, ზოგი ანგელოზის, ზოგი კი ზღაპრის გმირის როლში.
საბავშვო ბაღის მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ, რომ ახალი წელი აგრეთვე ფიფქებია, თოვლის ბაბუის და ფიფქიის საჩუქრებით.
საზეიმო ღონისძიების პატივცემული სტუმრები იყვნენ საქართველო სომეხთა ეპარქიის ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, სასულიერო დასი, თემის წარმომადგენლები.
საქართველო სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი სიტყვის და საშობაო კეთილი სურვილების შემდეგ, აღფრთოვანებული პატარები ელოდებოდნენ თოვლის ბაბუას, რომელიც აუცილებლად მოვიდოდა, მაგრამ მხოლოდ მათი გამოსვლების შემდეგ.
ისინი კარგად იყვნენ მომზადებულები და უნდოდათ, რომ დარბაზში მყოფი მშობლები, ბებიები და ბაბუები, სტუმრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თოვლის ბაბუა აუცილებლად კმაყოფილი დარჩენილიყო.
ბავშვებმა რიგრიგობით ლექსებით გამოვიდნენ, იმღერეს და იცეკვეს წარადგინეს ახალ წელს მიძღვნილი ის ყველაფერი, რაც მასწავლებლებმა ასწავლეს მათ.
საბავშვო ბაღის მოსწავლეების მიერ შექმნილ განწყობას, ტრადიციის თანახმად შეუერთდა თოვლის ბაბუა და თავისი კმაყოფილება გამოთქვა მათი ლამაზი გამოსვლებისათვის.
ღონისძიების დასასრულს, საზეიმო ღონისძიების დამსწრეები საქართველოს სომეხთა ეპარქიის ღირსმა მამამ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა აკურთხა. მან საბავშვო ბაღის საქმიანობა უმაღლესად შეაფასა, რომელიც ყოველთვის თავისი ლამაზი ზეიმებით მხიარულ განწყობას უქმნის მაყურებლეს, შეფასა ასევე საინტერესო და გემოვნებიანად ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება.
წმინდა მამამ შეაფასა მშობლების მიერ გაწეული სამსახური, რომლიც მდგომარეობს თავიანთი ბავშვების სომხურ საბავშვო ბაღში მიყვანას, დარწმუნებით, რომ აქ ისინი წინასწარ მშობლიურ აღზრდას მიიღებენ გაიზრდებიან ლოცვით, სიკეთის და რწმენის შეგრძნებებით.
მამაომ ბაღის საქმიანობაში წარმოდგენილი მხარდაჭერისთვის სამადლობელო სიგელი გადასცა საბავშვო ბაღის აქტიურ მშობელ გიულასარიანს.
ამის შემდეგ თოვლის ბაბუამ ყველა პატარას დაურიგა საახალწლო საჩუქრები, რომელიც მოამზადა ,,სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღმა და მაღაზია ,,არმენიამ”, ედუარდ მურადიანის ხელმძღვანელოდებით.