ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქრისტეს ნათლისღება აღნიშნა
2020 წლის 19 იანვარს საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, თემის წინამძღვრის ღირსი მამის არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის თანდასწრებით, საკვირაო წმინდა და უკვდავი ლიტურგია მღვდელ ტათევ მარუქიანმა აღავლინა.
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ეს დღე დღესასწაული იყო. 19 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს სომეხთა თემი მსოფლიოში უნიკალური ხალხისგან ერთ-ერთია, მას შესაძლებლობა აქვს წელიწადში ორჯერ აღნიშნოს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ნათლისღება და სულიერად განიწმინდოს წმინდა მირონით ნაკურთხი წყლით.
წმინდა ლიტურგიის დასასრულს, სულიერმა წმინდა მამამ მიმართა მრევლს. მიმოიხილა დღის მნიშნვნელობა, ისაუბრა ნაკურთხი წყლით ცოდვებისგან განწმენდის და წმიდა წყლით სულის და სხეულის განკურნვის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ რწმენის არსებობის შემთხვევაში. წინამძღვრის ნაცვალმა მართმადიდებელი ეკლესიის მიმდევრებს ქრისტეს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
ბოლოს ეკლესიის ეზოში “მატაღით” გამასპინძლება გაიმართა.