Материалы

“სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბავშვებს

2020 წლის 24 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მოსწავლეები განსაკუთრებულად გახარებულები იყვნენ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის კურთხევის მიღების შემდეგ, პატარებს „სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციიის მიერ გადმოცემული საშობაო საჩუქრები დაურიგდათ.

83768710„სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია, ამჯერად უკვე მეორედ, საქართველოს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების 3-14 წლის პატარებს და არასრულწლოვნებს სიყვარულს და სიკეთეს გადასცემს საშობაო ლამაზი საჩუქრების მეშვეობით, რომლებიც სავსეა სიხარულით, სიურპრიზებით, გაოცებით და ინტერესით. ეს საჩუქრები იესოს ბავშვებისადმი სიყვარულს გამოხატავს, ასევე ასწავლის მათ შეიყვარონ ეკლესია, აღიზარდონ ქრისტიანული სიყვარულის და სიკეთის იდეებით და მაგალითი აიღონ ქრისტიანულად მცხოვრები თავიანთი თანატოლებისგან.

82506781

ამ ორგანიზაციის საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობის კოორდინატორის მღვდელ ნარეკ კუშჩიანის ხელმძღვანელობით და დეკანოზი გიორგი აბრამიანის მონაწილეობით გასული წლის 800-ის მაგივრად, წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებს 3000 ყუთი საჩუქარი გადაეცა. საჩუქრების განკუთვნილია ეკლესიების დაქვემდებარებაში მყოფი მოქმედი სასულიერო, კულტურული და საგანამანათლებლო ცენტრების საბავშვო ბაღების, საკვირაო სკოლების, მხატვრული ჯგუფების 14 წლამდე მოსწავლეებისთვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საჩუქრების დარიგება გრძელდება.

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են