ახალგაზრდული დეპარტამენტის მოხალისეების ტური თბილისში
2020 წლის 19 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივით, გაიმართა შემეცნებითი ტური კოლორიტულ და მრავალეროვან თბილისში. ტურს ესწრებოდნენ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფის წევრები. ახალგაზრდული დეპარტამენტის კოორდინატორის, ნინა სეროპოვას ხელმძღვანელობით და დეპარტამენტის თანამშრომლის, ემილ სარგსიანის მონაწილეობით, მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა გეზი ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიიდან ქალაქის უძველესი უბნისკენ აიღეს. ახალგაზრდებმა მოინახულეს მეტეხის ეკლესია, ავიდნენ ნარიყალას ციხესიმაგრეზე, ეწვიეს მუსულმანურ მეჩეთს, აბანოების მიმდებარე ტერიტორიის ხეობას, შეჩერდნენ სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიის ეზოში, ეწვიეს სინაგოგას და საკვირაო ტური ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, სიონის ტაძარში დაასრულეს.
ახალგაზრდებს ქალაქის ისტორია, ისტორიული, სასულიერო და კულტურული ღირებულებების ისტორია ნინა სეროპოვამ გააცნო. მოხალისეებმა ინფორმაცია მიიღეს დედაქალაქის სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის, მათი კულტურის შესახებ, მოინახულეს სხვადასხვა სარწმუნოების სასულიერო ტაძარი, მიიღეს პასუხები სხვადასხვა ერის და რელიგიის, მათი წეს-ჩვეულებების შესახებ გაჩენილი კითხვებზე.
მსგავსი ტურები გაგრძელებითი ხასიათისაა და პერიოდულად ხორციელდება როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვა ისტორიულ და სასულიერო ადგილებში.