დიასპორის საკითხებში კომისარი თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიას ეწვია
2020 წლის პირველ თებერვალს, სამუშაო ვიზიტით თბილისში მყოფი სომხეთის რეპუბლიკის დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისარი, ზარეჰ სინანიანი და ოფისის პან-სომხური პროგრამების სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ჰაიკ ენგიბარიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რუბენ სადოიანის წინამძღვრობით და საელჩოს დიპლომატების თანხლებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიას ეწვიეს.
სტუმრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირსმა მამამ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა მიიღო. წმინდა მამამ სტუმრებს გააცნო თემის საქმიანობა, ისაუბრა ისტორიულ-კულტურული ძეგლების შენარჩუნების, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხური სამოციქულო ეკლესიის ირგვლივ გაერთიანების შესახებ, აღნიშნა ეროვნული კულტურის განვითარებისადმი, მშობლიური ენის გავრცელებისადმი მიძღვნილი თემის მიერ გაწეული სამსახური.
მთავარმა კომისარმა და სტუმრებმა მოინახულეს მე-13 საუკუნის ისტორიული ძეგლი სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესია, გაოცება გამოხატეს ეკლესიის სილამაზის, ჰოვნათანიანების ნიჭიერი ხელით შესრულებული განუმეორებელი ფრესკების შესახებ. უძველეს და ძლიერ ტაძარში სანთლების დანთების და ლოცვის შემდეგ, სტუმრებმა „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში გადაინაცვლეს.
აქ მათ დახვდა ცენტრის სასულიერო მსახური, მღვდელი კირაკოს სიმონიანი და ცენტრის თანამშრომლები. „თუმანიანის სახლი“ კულტურული-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, გისანე ჰოვსეფიანმა სტუმრებს ყოვლად სომეხთა მწერლის სახელის მატარებელი ცენტრის ყოველდღიურობა გააცნო, რომელიც გახდა დედა სამშობლოსაგან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების ვიზიტის მთავარი ადგილი, ასევე ისაუბრა ცენტრის საქმიანობის მიზნების და მიმართულებების შესახებ. ცენტრის ხელმძღვანელმა კომისარ სინანიანს წარუდგინა თუმანიანის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ის ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა და აღიბეჭდა სახლის ისტორიის გვერზე, წარადგინა გამოცემული წიგნები, ნაწილ-ნაწილ შეგროვებული და წმინდა რელიქვიად ქცეული ყოვლად სომეხთა მწერალთან დაკავშირებული ნივთები და საჩუქრები.
ჰოვანეს თუმანიანის საზოგადოებრივი საქმიანობის და ოჯახის შესახებ დამსწრეებს ცენტრის თანამშრომელმა, გოჰარ მაზმანიანმა უამბო.
სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში კომისარმა, ზარეჰ სინანიანმა წარწერა დატოვა ცენტრის შთაბეჭდილებების წიგნში.
სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სახალხო დიდი მწერლის სახლში მიღებულ ჩაის სმის ტრადიციაში.