Материалы

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში კომისარი თბილისის სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში შესრულებული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში კომისარი ზარეჰ სინანიანი და ოფისის პან-სომხური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ჰაიკ ენგიბარიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუბენ სადოიანის წინამძღვრობით და საელჩოს დიპლომატების თანხლებით, 2020 წლის 3 თებერვალს საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიას ეწვიეს.

4

სტუმრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირსმა მამამ, არქიმანდრიტ კირაკოს დავთანმა მიიღო. წმინდა მამამ სტუმრებს სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში განხორციელებული რესტავრაციის და სასულიერო-კულტურული საქმიანობის შესახებ უამბო. უძველეს ეკლესიაში სანთლების ანთების და ლოცვის შემდეგ, სტუმრები თემის საგანამანათლებლო-კულტურულ ცენტრ „ჰაიარტუნს“ ესტუმრნენ.

კომისარმა და სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრი, საბავშვო ბაღი და მშობლიური ენის შემსწავლელი საკლასო ოთახები. ცენტრის ხელმძღვანელმა, ევგენია მარკოსიანმა სტუმრებს წარუდგინა ის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სასწავლებელში, მუსიკის, ცეკვის, ვოკალის, დოლის, დუდუკის, ჭადრაკის წრეებში, სადაც გაწევრიანებული არიან სომეხი ბავშვები, 3 წლიდან. ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა დედა სამშობლოს, კონკრეტულად განათლების, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო დაწესებულებებთან და პოლიტიკურ სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობის აუცილებლობა.

კომისარმა კმაყოფილება გამოთქვა ცენტრის მიერ გაწეული სომეხი ხალხის ღირებულებების შენარჩუნებისადმი მიმართული საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ დიასპორის კომისარის ოფისი ამ დაწესებულების საქმიანობას თავის ყურადღების ქვეშ მოაქცევს.

2

შემდგომ, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის დარბაზში კომისარისა და თბილისის სომეხი თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რუბენ სადოიანის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, ღირსმა მამამ, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა დამსწრეები დალოცა, აღნიშნა წლების მანძილზე სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მიერ მონიჭებული ყურადღება და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრების საქმიანობის მხარდაჭერა მრავალი პროგრამის განხორციელებაში და კომისარს წარმატებები უსურვა დედა სამშობლოს საზღვრებს მიღმა სომეხთა თვითმყოფადობის შენარჩუნების და ეროვნული ღიებულებების დაცვის საქმიანობაში.

კომისარ ზარეჰ სინანიანმა, ისაუბრა მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომეხი დიასპორის, მისი წინსვლის და პრობლემების შესახებ, აღნიშნა ზოგიერთ ქვეყანაში მიღწეული წარმატებები და ზოგიერთში არსებული სირთულეები. მიმოიხილა სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო წარმომადგენლებთან შეხვედრები, სომხური დაწესებულებების სტუმრობის შემდეგ გამოყოფილი შთაბეჭდილებები, აღნიშნა რომ ეს ვიზიტი კომისარის ოფისის წინაშე აყენებს საქმიანობის უამრავ მიმართულებას, რომლიც მიმართული უნდა იყოს სომეხის თვითმყოფადობის შენარჩუნებისადმი, ენის გავრცელებისადმი, ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებისადმი და კულტურის განვითარებისადმი.

3

დამსწრეებმა დასვეს კითხვები, რომლებიც ეხებოდა სხვადასხვა ქვეყანაში სომხური სკოლების საქმიანობის მექანიზმს, ეკლესიების, კონკრეტულად სომხური სამოციქულო ეკლესიის საქმიანობის გავრცელებას, ახალგაზრდების დედა სამშობლოს მიმართ ინტერესს, სომხეთთან კავშირის და ეროვნული კულტურის განვითარებას, კომისარმა აღნიშნა, რომ მშობლიური ენის არცოდნა, სომხური კულტურის და ისტორიის შესახებ ინფორმაციის არ ქონდა, სხვა რელიგიის მიმდევრობა ხელს არ უნდა უშლიდეს სომეხის თვითმყოფადობის, სომხური სულის, სომეხად ყოფნის სიამაყის გრძნობის გაღვივებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში ოფისის კომისარმა თბილისში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ ჯავახეთში გადაინაცვლა.

ჰაიარტუნ, სურბ ეჯმიაწინ

  • Created on .
  • Hits: 288

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.