სურბ სარგისის დღესასწაული წმინდა და უკვდავი წირვებით აღინიშნა
სურბ სარგის მხედარმთავრის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წმინდა და უკვდავი წირვებით, წმინდანის სახელის მატარებელ სამლოცველოებში მიმლოცველობით, ახალგაზრდების კურთხევის წესით და ხალხური წეს-ჩვეულებების შენარჩუნებით, ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეების მიერ მომზადებული მარილიანი კვერების დარიგებით აღინიშნა.
2020 წლის 8 თებერვალს, თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. მორწმუნეები მოდიოდნენ სანთლის ასანთებლად, სალოცველად და წმინდა წირვაზე დასასწრებლად, რომელიც აღავლინა ეკლესიის სულიერმა მამამ, მღვდელ კირაკოს სიმონიანმა. წმინდა წირვები აღავლინდა ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ბათუმის, ქვემო ქართლის რეგიონის ეკლესიებში და წმინდანის სახელის მატარებელ ეკლესიებში და სამლოცველოებში.