Материалы

ტეარნნდარაჯის (მირქმის) დღესასწაული თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში

ტეარნნდარაჯი (მირქმა) სომეხი ხალხის ყველაზე საყვარელი და მხიარული საღვთო დღესასწაულებიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საეკლესიო წესებით და ხალხური მხიარული ღონისძიებებით აღინიშნა.

დღესასწაული დაიწყო 2020 წლის 13 თებერვალს, თემის ეკლესიებში შესრულებული წინასადღესასწაულო წირვებით. ტეარნნდარაჯი თბილისში დიდი ზეიმით აღინიშნა როგორც სურბ გევორგ სამოციქულო, ასევე ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიებში.

თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში, წინასადღესასწაულო წირვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალ, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის წინამძღვრობით აღავლინდა. სასულიერო ცერემონიას ესწრებოდა მრავალი მორწმუნე.

საგალობლის ტკბილი ჰანგების ფონზე მრევლმა მარიამ ღვთისმშობლის მიერ 40 დღის იესოს ტაძარის მიბარების დღესასწაულის მნიშვნელობა მოისმინა. საღამოს წირვის შემდეგ, წინამძღვრის ნაცვალის ხელმძღვანელობით და სასულიერო დასის მონაწილეობით წლის პირველი ანდასტანი შესრულდა, რომლის ფარგლებშიც დაილოცა სამყაროს ოთხი კუთხე. დაინთო სანთლები, რომლებიც ქრისტეს სინათლის სიმბოლოს წარმოადგენენ.

ტეარნნდარაჯის (მირქმის) დღესასწაული ყოვლად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს კურთხევით ახალდაქორწინებულთა დღედ არის გამოცხადებული. ცერემონიაზე დასასწრებლად და კურთხევის მისაღებად ეკლესიაში იმყოფებოდნენ ის დაქორწინებული წყვილები, რომლებმაც ჯვარი დაიწერეს გასული ერთი წლის განმავლობაში.

საკურთხეველის სასანთლიდან ქრისეს სიმბოლოდ წოდებული სანთლით წმინდა მამამ ეკლესიის ეზოში ტეარნნდარაჯის კოცონი დაანთო, სიცოცხლის მომცემი სინათლე გადაეცა დამსწრე მრევლსაც.

დაინთო ტეარნნდარაჯის (მირქმის) ტრადიციული კოცონი და დაიწყო სადღესასწაულო ზეიმი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ცეკვის ანსამბლის, სოლისტების აიდა ბაზოიანის და ვლადიმირ არუთიუნოვის მონაწილეობით. კონცერტს უძღვოდა თემის კულტურის დეპარტამენტის დირექტორი სურენ აბრამიანი. სურბ გევორგ ეკლესიის ნათლია იური ერემიანის მხარდაჭერით დაიგეგმა ახალდაქორწინებულთა გამასპინძლება.

14 თებერვალს, სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში, ტეარნნდარაჯის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წმინდა წირვა აღავლინდა, რომლიც მღვდელ ჰუსიკ ჰარუთიუნინანმა აღავლინა.

20200214 113820

A1

20200213

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են