საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების მოხალისეების ვიზიტი მცხეთაში
2020 წლის 29 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ოცამდე მოხალისე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის კურთხევით, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში
2020 წლის 29 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ოცამდე მოხალისე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის კურთხევით, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სასულიერო მსახურ, მღვდელ ვირაპ ღაზარიანთან ერთად ლოცვის შემდეგ, ახალგაზრდული განყოფილების პროგრამების კოორდინატორის ნინა სეროპოვას ხელმძღვანელობით და დიაკვან გიორგი ამბარიანის თანხლებით გაემგზავრნენ მცხეთაში, ქართული მართლცმადიდებელი ეკლესიის ქრისტიანული ტაძრების დასათვალიერებლად.
ახალგაზრების ჯგუფის მარშრუტი ჯვარის ტაძრიდან დაიწყო, შემდგომ მათ სვეტისხოველის, სამთავროს და შიომღვიმეს უძველესი ტაძრები მოინახულეს. ნინა სეროპოვამ ახალგაზრდებს მოუყვა საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი ნინოს მოტანილი 3 ჯვრის, მათი აღმართვის და ქრისტიანული ტაძრების დაარსების პერიოდის, ტაძრების მშენებლობის პროცესის ისტორია.
საღამოს ახალგაზრდა მიმლოცვლელები სულიერად დამუხტულნი და დაკმაყოფილებულნი დაუბრუნდნენ თბილისს.
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიული ადგილების გაცნობის მიზნით ექსკურსიები მუდმივად ხორციელდება.