საერო ლოცვა და მღვდელთა კრება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
2020 წლის 18 მარტს, ყოველთა სომეხთა უმაღლეს პატრიარქ-კათოლიკოსის გარეგინ მეორის ბრძანებით, როგორც სომხეთის ყველა ეკლესიაში, ასევე თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაშიც, საერო ლოცვა გაიმართა. საქართელოს სომეხთა ეპარქიის ნაცვალის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით, ქ. თბილისის მღვდლებმა და დიაკვანთა დასმა, როგორც ასევე თემის თანამშრომლებმა, დამსწრეებმა თავიანთი ლოცვა აღავლინეს უფლისადმი, მთელ მსოფლიოში და საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო გაძლიერებისთვის, დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისათვის და დროულად გამოჯანმრთელებისათვის.
წირვის დასასრულს, ეპარქიაში მღვდელთა კრება გაიმართა. კრების დღის წესრიგი ძირითადად ეხებოდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში თემის ყველა სამწყემსოში საეკლესიო-სარიტუალო ცერემონიების ორგანიზების საკითხებს. წინასწარ კი უწმინდესის გადაწყვეტილებით სომხეთის თემებს პანდემიასთან დაკავშირებით, ეკლესიების საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი მითითებები მიეცა.
იგივე გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებისთვის განსაზღვრულ იქნა შესაბამისი მიდგომები. წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გადაწყვეტილება სრულიად არ დაუპირისპირდება სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის წესებს და რიტუალებს. გარკვეულ ცვლილებებს დამორჩილებული საეკლესიო-სარიტუალო ცერემონიები მიზნად ისახავენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი მიდგომების დაცვას და უწყვეტ რეჟიმში საეკლესიო ცხოვრების ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელებას.
- ყველა ეკლესია ჩვეულებრივ აგრძელებს ფუნქციონირებას, ყოველდღე 9.00-დან 19.00-მდე.
- დიდი მარხვის პერიოდის წირვები აღავლინდება, თუმცა დაავადების სარისკო ჯგუფში მყოფ ყველა ასაკოვან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირებს მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში და სახლიდან შეუერთდნენ ლოცვას.
- 28 მარტს დაგეგმილი წმინდა გრიგორ განმანათლებლის შესვლა ვირაპში, დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღია წირვა უქმდება.
- ბზობის და შემდგომი ყველა ღია წირვა აღავლინდება.
- ღია წირვების დროს ზიარების გაცემის დროს, როგორც ადრე, მღვდლების მიერ გამოყენებული სველი პირსახოცები დასველებული იქნება სპირტის ხსნარში, რომლითაც სასულიერო პირი ყოველ პირს ზაირების გაცემის შემდეგ თითებს გაიწმენდს. წირვების დასაწყისში და დასასრულს, დეზინფიცირდება გამოყენებული სარიტუალო საგნები, კერძოდ კი ბარძიმი და ფეშხუმი.
- წირვების დროს ჩვეულებრივ შესრულებადი ღვთიური წეს-ჩვევები გარკვეულ ცვლილელებს განიცდის. კერძოდ კი მიღებული მისალმების წესი ჩაინაცვლება მღვდელის მიერ კურთხევით, ჯვრის და წმინდა სახარების შეხების წესი კი ჩანაცვლდება მღვდელის მიერ ჯვრის მრევლის თავზე შეხებით.
- ნათლობის წესები მრევლის დაჟინებული სურვილის შემთხვევაში შესრულდება მხოლოდ მოსანათლი პირის მშობლების და ნათლიის მონაწილეობით. ნათლობის წესის დროსაც მღვდლები დეზინფიცირებულ პირსახოცებს გამოიყენებენ.
- დაკრძალვის და პანაშვიდის წესები შეძლებისდაგვარად სასაფლაოებზე ჩატარება და არა გარდაცვლილის სახლში და საპანაშვიდე დარბაზებში, თავი შეიკავონ ქელეხის წესისაგან. გარდაცვლილის ახლობლებს მოუწოდონ, რომ სასაფლაოებზეც 20-ზე მეტი პირი არ დაგროვდეს.
- მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველა ეკლესია და ოფისი დეზინფიცირებულია სპეციალისტების მიერ, ყოველდღიურ რეჟიმში დასუფთავების პერსონალის მიერ მოხდება ეკლესიის ყველა კარის, ხატის და იმ მონაკვეთების დეზინფიცირება, სადაც შეხება ხორციელდება.
საქართველოს სომეხთა ეპარქია გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემულ ყველა მითითებების შესრულებას და შესაბამისად, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს.