Материалы

ბზობის დღესასწაულის წმინდა წირვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

2020 წლის 5 აპრილს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ იერუსალიმში იესო ქრისტეს შესვლის დღესასწაული, ბზობა აღნიშნა. პანდემიის და ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომეხი მრევლისთვის საყვარელი ეს დღესასწაული შეცვლილი ფორმატით შესრულდა. ეკლესიებში წმინდა და უკვდავი წირვა გახსნილი ფარდებით, საკურთხეველის წინ აღავლინდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს მოუწოდეს მაქსიმალურად სახლში დარჩენა, მრევლმა მაინც მივიდა ეკლესიაში.

საღმრთო ლიტურგია აღავლინდა თბილისის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის ეკლესიების შიდა ტერიტორიაზე, მხოლოდ სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით.

დედაქალაქის სურბ გევორგ და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიების ეზოში მრევლი იდგა წინასწარ მონიშნულ ადგილებზე, 2 მეტრის დისტანციის დაცვით. დამსწრეებს პირბადეები დაურიგდათ.

91951796წმინდა ლიტურგია მიმდინარეობდა დინამიკებით და ონლაინ ჩართვებით.

სურბ გევორგ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, წმინდა წირვა აღავლინა უფროსმა მღვდლმა ეღიშე ჰარუთუნიანმა. მონანიების წესი ეკლესიებში ღია ცის ქვეშ, მრევლის მონაწილეობით შესრულდა.

მრევლი ორგანიზებულად, სასულიერო დასის მოწოდების მიხედვით, ზიარების მისაღებად სათითაოდ შევიდა ეკლესიაში.

წმინდა ლიტურგიის დასასრულს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს ბზობის დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა წესრიგის დაცვისათვის და მდგომარეობის გააზრებისთვის, ასევე განაცხადა, რომ დიდი კვირის ყველა წესი შესრულდება სომხური ეკლესიის წესების მიხედვით და ონლაინ მათი ტრანსლაცია მოხდება, ხოლო დამსწრეების უსაფრთხოებისათვის დაცული იქნება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული ყველა შეზღუდვა.

ბოლოს ყველა მორწმუნეს ნაკურთხი ზეთისხილის ტოტები დაურიგდათ.

91977733

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են