Материалы

სადღესასწაულო საჩუქრები შეჭირვებულ ოჯახებს

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, კერძოდ თბილისის სურბ გევორგ საკათედრო და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიებში უკვე ტრადიციად იქცა მარტოხელა მოხუცებისთვის წმინდა აღდგომის დღესასწაულის სააღდგომო საჩუქრებით მიცლოცვა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვითარება შეიცვალა, კორონავირუსად წოდებული პანდემიის ჟამს, უფრო მეტად იგრძნობა მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში მცხოვრები ოჯახებისთვის დახმარების გაწევის საჭიროება. საქართველოს სომეხთა ეპარქიამ კიდევ ერთხელ გაუწია დახმარება შეჭირვებულ ოჯახებს, აღდგომის დღესასწაულის შეძლებისდაგვარად დღესასწაულად გადაქცევისათვის.

92576094საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის კურთხევით, არკადი ჰოვაკიმიანის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან და სხვა სომეხი ქველმოქმედების მიერ (რომლებმაც არ ისურვეს თავიანთი სახელების აღნიშნვა) გაწეული დახმარებით და სხვადასხვა საკვებით სავსე ჩანთები მიიღო ორი ეკლესიის 75-მა ოჯახმა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი მადლობას უხდის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის სასულიერო პირს, მღვდელ კირაკოს სიმონიანს და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სასულიერო პირს, მღვდელ ვირაპ ღაზარიანს, ორივე ეკლესიის სასულიერო და დიაკვანთა დასს, ხანში შესული ადამიანებისთვის წმინდა აღდგომის დღესასწაულის მილოცვის ტრადიციის გაგრძელებისთვის.

93060890ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის და ადამიანთა შეკრების აკრძალვის გათვალისწინებით, თემის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, თემის ახალგაზრდული სექტორის წევრებს, კერძოდ ახალგაზრდული სექტორის სამუშაოების კოორდინატორ ნინა სეროპოვას და თანამშრომელ ემილ სარგსიანს, სააღდგომო საჩუქრების კარ და კარ დარიგებისთვის.

92523142

92678266

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են