Материалы

იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის დღესასწაული თბილისის სომხურ ეკლესიებში

2020 წლის 12 აპრილს, უფალი იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის დღესასწაულის უწმინდეს წესებს თბილისის სომეხი მოსახლეობა სურბ გევორგ და სურბ ეჯმიაწინ ეკლესიების ეზოებში, ლოცვით და დინამიკების მეშვეობით წირვის მოსმენით აღნიშნეს.

სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში იმყოფებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები არტაკ გრაბსკი, ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანი და „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი.

1ეკლესიაში შესრულდა ლიტურგია, ანდასტანის წესი, ხოლო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომასთან დაკავშირებით წმინდა და უკვდავი წირვა აღავლინა.

წმინდა წირვის პარალელურად, წმინდა მამამ წაიკითხა ყოვლად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს სააღდგომო გზავნილი.

1ეზოში მრევლის მუხლმოდრეკილი მონანიების წესის შესრულების შემდეგ, დამსწრეებმა ყველა წესის დაცვით, სათითაოთ შევიდნენ ეკლესიაში და მიიღეს ზიარება.

წმინდა და უკვდავი წირვის დასასრულს, თემის წინამძღვარმა მორწმუნეებს მიულოცა წმინდა აღდგომა. ორშაბათს, მიცვალებულთა ხსენების წესი შესრულდება.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են