განხორციელდა მორიგი საქველმოქმედო აქცია
საქართელოს სომეხთა ეპარქია აგრძელებს ეკლესიის მოყვარული ქველმოქმედი თანამემამულეების მხარდაჭერით, მარტოხელა, ხანდაზმული, შშმ პირებისა და შეჭირებული ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევას. მათ სხვადასხვა სახის სასურსათო შეფუთვები ურიგდებათ.
ამჯერად საქველმოქმედო საქმიანობა განხორციელდა „ჰოფ“ საქველმოქმედო საზოგადო ორგანიზაციის ინიციატივით და მხარდაჭერით, დამფუძნებელ-ხელმძღვანელ ვერონიკა ჰუნანიანის ხელმძღვანელობით.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, 20-22 მაისის ჩათვლით, თბილისის 32 შეჭირვებულ პირს და ოჯახებს, დაურიგდათ 12 სხვადასხვა სახის სასურსათო შეფუთვა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით და ზემორე მოხსენებული ორგანიზაციის დაფინანსებით, სურსათის შეძენისა და ოჯახებისთვის დარიგება უზრუნველოყო თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სასულიერო დასმა და თემის ახალგაზრდული განყოფილების თანამშრომლებმა ნინა სეროპოვამ და ემილ სარგსიანმა.
საქართველოს სომეხთა ეპარქია აგრძელებს შეჭირვებული ადამიანების დახმარებას. ღმერთმა დალოცოს ყველა და სულით და სხეულით ჯანმრთელად ამყოფოს.