Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში განკურნების ლოცვა აღავლინდა

მთელ მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვენს დღეებში განსაკუთრებით დედა სამშობლოში, სომხეთში ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამოჯანმრთელების იმედი ყოვლისშემძლე ღმერთისადმი ლოცვის აღავლენაა. 2020 წლის 4 ივნისს, თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში, საღამოს ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, საერთო განკურნების ლოცვა აღავლინდა. საქართველოს დედაქალაქის სომხური ეკლესიების, რუსთავისა და თეთრიწყაროს სომეხი სასულიერო პირების და დიაკვანთა დასის მონაწილეობით, უძველესი ტაძრის წმინდა საკურთხეველის წინ, მუხლმოდრეკილი, ლოცვა აღავლინდა სომხეთში ინფიცირებულთა გამოჯანმრთელებისთვის, დედა სამშობლოსა და ერის გადარჩენისთვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასი, წინამძღვრის ნაცვალის ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, შეუერთდა სომური ტაძრებიდან აღავლენილ ლოცვას, გავრცელებული ვირუსისგან ხალხის გადარჩენის და ღმერთის კურთხევით გამოჯანმრთელების თხოვნით.

სურბ გევორგ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են