Материалы

თბილისის სომხური ეკლესიის მორწმუნე ოჯახების დახმარება საკვები პროდუქტით და ჰიგიენური საშუალებებით

გრძელდება თბილისის მრევლის დახმარება საკვები პროდუქტით და ჰიგიენური საშუალებებით. ორგანიზაცია ADRA-ს ინიციატივით და დირექტორ ვინოდ ნელსონის მხარდაჭერით, დახმარება გაეწია თბილისის 300 მრავალწევრიან ოჯახს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ ან საერთოდ დაკარგეს სამსახური.

საქართველოში მოქმედი ზემორემოხსენებული ორგანიზაციის მეშვეობით, 50 კილოგრამი ოდენობის დახმარება მიიღო თბილისის სომხური ეკლესიის 30 მორწმუნე ოჯახმაც. 2020 წლის 2 ივნისს, დახმარება შეჭირვებულებს დაურიგდათ ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში, ორგანიზაციის მოხალისეების ნინა კარაპეტიანის და ართურ გევორგიანის მიერ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა მადლიერება გამოთქვა და აკურთხა საქველმოქმედო კომპანია და პირადად დირექტორ ვინოდ ნელსონი, გაჭირდებაში მყოფი თბილისელი სომხებისთვის დახმარების ხელის გაწევისთვის და რთული ცხოვრების გარკვეულწილად დაძლევაში მხარდაჭერისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა და სულით და ხორცით ჯანმრთელად გამყოფოთ.

Img D88C6F62

სურბ ეჯმიაწინ

  • Created on .
  • Hits: 63

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.