Материалы

თბილისში კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული აღინიშნა

2020 წლის 14 ივნისს, სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წირვა ჩატარდა.

დილიდანვე თბილისის სომეხი მრევლი მიიჩქაროდა თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიებში, წმინდა წირვაზე დასასწრებლად.

ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში წმინდა წირვა ღირსმა მამამ, მღვდელ ტათევ მარუქიანმა აღავლინა.

წირვას ესწრებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მრავალი მორწმუნე.

წმინდა წირვის მსვლელობისას, მღვდელმა მიმოიხილა დღის მნიშვნელობა, მემატიანე აგათანგეღოსის მიხედვით, სომეხი დიდი პატრიარქის, გრიგორ განმანათლებლის ხილვა და კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის ტაძრის აშენების ისტორია. მღვდელმა ისაუბრა სომეხი ხალხის რწმენისადმი ერთგულების შესახებ, იმ ნაციონალური ღირებულბების შესახებ, რომელსაც ატარებს სომხური ეკლესია დედა ღვთისმშობლის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის წინამძღვრონით და ყოვლად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქის ხელმძღვანელობით. „დედა სამშობლოში და დიასპორაში, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის დამსახურებით ხდება წესების, ხალხური ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება, გამდიდრება და ახალი თაობებისთვის გადაცემა, ხოლო ეს ჩვენი იდენტობის, ჩვენი წმინდა რწმენისა და ჩვენი ულამაზესი ენის მარადიულობის გარანტია“, - აღნიშნა მღვდელმა.

84085077

ღირსმა მამამ ხაზი გაუსვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის, კერძოდ თბილისელი სომეხი მრევლის დიდ სიყვარულს სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის, მისი ძლიერი ძალის მიმართ, რომლის სახელითაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თბილისის სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ავლაბრის უბანში, სომხურმა თემმა თავისი შემოწირულობით ააშენა ამავე სახელწოდების ეკლესია, რომელიც თავის ირგვლივ ამაყად იწვევს მრევლს.

მღვდელმა მრევლს მოუწოდა გაერთიანებულ იყვნენ სომხური ეკლესიის, დედა ღვთისმშობლის სურბ ეჯმიაწინის ირგვლივ, პანდემიის ამ რთულ პერიოდში, მსოფლიოს ხალხებს გადარჩენა უსურვა და ყოვლისშემძლე ღმერთს შესთხოვა მშვიდობა სომხეთის, სურბ ეჯმიაწინისა და საქართველოსათვის.

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են