მთარგმნელთა დღე - სერტიფიკატები და მადლობის სიგელები
2020 წლის 2 ივლისს წმინდა მთარგმნელთა საჰაკ პართევისა და მესროპ მაშტოცის დღე თბილისში, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში ვიზიტით აღინიშნა. მიუხედავად ზაფხულის მცხუნვარე მზისა, დიადთა სასაფლაო ხალხმრავალი იყო.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების სექტორის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ სკოლამდელი აღზრდის დაწეებულების, „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ საკვირაო სკოლის და „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის სომხური ენის კურსის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა აქ თავი მოიყარეს, ლამაზი თაიგულებით. დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს აქ მისვენებული ერის ღირსეული შვილების საფლავები.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით და სასულიერო დასის მონაწილეობით გაიმართა პარაკლისი, დიად სომეხთა სულების მშვიდობისათვის.
ღონისძიების დასასრულს წმინდა მამამ ისაუბრა დღის მნიშვნელობის შესახებ და მთარგმნელთა დღესასწაული მოიხსენია როგორც სომეხი ხალხის იდენტობის, მეცნიერების, განათლების და რწმენის დღესასწაულად, დამსწრეებს მიულოცა დღესასწაული და მოუწოდა იცხოვრონ მთარგმნელთა მიერ შექმნილი სომხური დამწერლობის და სომხური იდენტობის ქონის სიამაყით.
თემის წინამძღვრის ნაცვალმა დღის მნიშვნელობა დაუკავშირა საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების სექტორის სამუშაოებს, რომლის შედეგადაც მრავალ სომეხ ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლონ სომხური, დაუახლოვდნენ ერისა და ეკლესიის ისტორიას. დააფასა განათლების სექტორის ხელმძღვანელ ევგენია მარკოსიანის, ღირსეული მასწავლებლების როზა ზოჰრაბიანის, თამარა გაბოიანის, რევიკ კარაპეტიანის, ბაღის მასწავლებების მეტაქსია ღაზარიანის, ლია ხითარიშვილის და სხვების მიერ გაწეული სამსახური მშობლიური ენის სწავლებისათვის, ერის და სამშობლოს სიყვარულის დანერგვისთვის, ბაღის მოსწავლეებს მიულოცა სომხურ ენაზე ლოცვის შესაძლებლობის ქონისთვის და სომხურ სკოლაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ღია ცისქვეშა ღონისძიებაზე მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი. ორივე მათგანმა დააფასა ტრადიციული ღონისძიების მიზანი, მშობლებს მოუწოდეს თავიანთ შვილებს მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება, რომელიც ასევე მშობლიურ ენაზე აზროვნების, ერის ისტორიით და კულტურით სიამაყით, ერის წინსვლით ცხოვრებაა, ასევე პატრიოტიზმია, ერთგულებაა ქრისტიანული რწმენისადმი და სომხური ეკლესიისადმი.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ევგენია მარკოსიანმა წარადგინა პანდემიასთან დაკავშირებით განათლების დეპარტამენტის სამუშაოების შეცვლილი ფორმატი, აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სურბ მოვსეს ხორენაცი ბაღის 23 კურსდამთავრებულებიდან 15 სწავლას გააგრძელებს სომხურენოვან სკოლებში, რომელსიც მოიხსენია ბაღის მიერ დასახული მიზნების გამარჯვებად, ხოლო სომხური ენის სწავლების სკოლებმა გაკვეთილები ონლაინ ჩაატარეს.
დღესასწაულის დასასრულს „სურბ მოვსეს ხორენაცი“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოსწავლეებს და ერთდღიანი სკოლების ონლაინ გაკვეთილების აქტიურ მონაწილეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით დაურიგდათ სერტიფიკატები და მადლობის სიგელები. ღონისძიება დასრულდა ლამაზი ლექსების კითხვით, რომელიც დღესასწაულისთვის მოამზადეს ბაღისა და ერთდღიანი სკოლის მოსწავლეებმა.