კურთხევა და მილოცვა ეკლესიის ყველაზე ასაკოვან მრევლს
2020 წლის 5 ივნისს, თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის, ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით. წირვა აღავლინა მღვდელ ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.
წმინდა მსახურების შემდეგ, მრევლმა მოისმინა წინამძღვრის ნაცვალის ქადაგება, რომელიც ეძღვნებოდა ეკლესიაში სიარულს, სასულიერო ღონისძიებებზე მონაწილეობით ღმერთთან დაახლოვებას, მის წინაშე ქედის მოხრის სიხარულს, ასევე მან იქადაგა ერთმანეთსთვის ღიმილის ჩუქების და კეთილი სურვილით ცხოვრების სურვილის სხვებისთვის გაზიარების მნიშვნელობა.
ამ დღეს სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში მრევლს ელოდებოდა სასიამოვნო სიურპრიზი: სურბ გევორგის ქალთა კავშირის ინიციატივით, დაორგანიზდა ყველაზე ასაკოვანი მრევლის გოჰარ მუსოიანის და ლუსია ტოროსიანის ასაკის დიდება. წინამძღვრის ნაცვალმა 94 წლის და 97 წლის ბებიებს მისი კურთხევა გადასცა, აღნიშნა მათი წირვებზე მონაწილეობის ღირებულება და მიულოცა საპატივცემულო ასაკი. არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა ბებიებს აჩუქა ქალბატონ აიდა ჩახოიანის მიერ მომზადებული მათი დაბადბის დღის სამსახველი ფოტოები.
შემდგომ უთმაზიანების ოჯახის აიდა ჩახოიანის და ალიკ უთმაზიანის მიერ დაორგანიზდა ჰარისა კერძით გამასპინძლება.