Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში წმ. ღვთისმშობლის ფერისცვალების დღესასწაული აღინიშნა

2020 წლის 16 აგვისტოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ წმ. ღვთისმშობლის ფერისცვალების დღეასასწაული აღნიშნა. იგი 5 ძირითადი დღესასწაულებიდან ერთ-ერთია. ღვთისმშობლის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში ლიტურგიითა და ვაზის კურთხევით აღინიშნა.

დილიდან თემის ეკლესიის საკურთხეველი დღის სიმბოლო, ყურძნის ნაირსახეობით და ხილით იყო შეკაზმული. ხალხის ნაკადი ტაძრისაკენ არ წყდებოდა, მოდიოდნენ ლამაზად მორთული კალათებით, წლის მოსავლის და ზეციერი მამის კურთხევის მიღების იმედით.

დილის ლიტურგიის შემდეგ, ეკლესიებში ანდასტანის წესი ჩატარდა. აკურთხეს მსოფლიოს ოთხი კუთხე და ხალხი. შემდგომ, ყველგან აღავლინდა ღვთისმსახურება.

თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ღვთისმსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინაძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა აღავლინა.

სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონალური განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი კახი კახიშვილი, თბილისის ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, დიპლომატები ზარმიკ დანიელიანი და ლევონ ზარგარიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, „მრავალეროვანი საქართველო“ მოძრაობის ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი, თბილისელი სომეხი საზოგადო მოღვაწეები, ინტელექტუალები, სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელები, მრევლი.

წირვის პარალელურად, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა იქადაგა დღის მნიშვნელობის, ღვთისმშობელის დიდი მისიის, მისი მიძინების და აღდგომის, ფერისცვალების შესახებ, აღნიშნა სომხური ეკლესიის სიყვარული წმ. მარიამ ღვთისმშობლისადმი, მიმოიხილა დედის და ვაჟის ურთიერთობები, დამსწრეებს მოუწოდა ღვთისმშობლისა და ვაჟის მაგალითით გააგრძელონ ფერისცვალების ნათელით და წმ. აღდგომის იმედით ცხოვრება. წმინდა მამამ მშვიდობა და წინსვლა უსურვა სომხეთსა და საქართველოს და ხალხს და მიულოცა დამსწრეებს, განსაკუთრებით დედებს და მარიამებს დღესასწაული.

წირვის დასასრულს, ეკლესიაში დღის მნიშვნელობის შემაჯამებელი სახარების ნაწილი იქნა წაკითხული, შემდეგ აღავლინდა სურბ ნერსეს შნორჰალის „ვაზის კურთხევის“ ლოცვა. წინამძღვრის ნაცვალის ხელმძღვანელობით და სასულიერო დასის მონაწილეობით ვაზისა და მთლიანი წლის მოსავლის კურთხევის წესი შესრულდა.

წირვა აღავლინდა და ვაზის კურთხევის წესი შესრულდა ასევე ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის, განძის სურბ კარაპეტ, ბათუმის სურბ ფრკიჩ, ქვემო ქართლის შაჰუმიანის სურბ ასტვაწაწინ, რუსთავის სურბ გრიგორ ნარეკაცი სასულიერო ცენტრში და დანარჩენ სომეხი მოსახლეობით დასახლებული ადგილების ეკლესიებში და სალოცავებში. ნინოწმინდის რაიონის პატარა ხანჩალის სურბ ჰაკობ ეკლესიაში ამ დღესასწაულით აღინიშნა ღვთის სახლის ხელახლა გახსნა.

შემდგომ ეკლესიის ეზოში დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ. ადგილებში ეკლესიის ნათლიებისა და ქველმოქმედების მიერ შესრულდა ყურძნით, ხილით და მატაღით გამასპინძლება.

ორშაბათს, 17 აგვისტოს, მიცვალებულთა მოხსენების დღეა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში მიცვალებულთა ხსენებისადმი ღვთისმსახურება შესრულდება. ღვთისმსახურების შემდეგ, პარაკლისი შესრულდება, მიცვალებულთა სულის სიმშვიდისათვის.

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են