Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

2020 წლის 17 აგვისტოს, თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ჰასან ხალილს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ბავშვების დაცვის კუთხით საქართველოში გაწეული სამუშაოები და სამომავლო გეგმები წარადგინა, რომელშიც ჩართული არიან ქვეყნის რელიგიური და ეროვნული უმცირესობების სტრუქტურები. სტუმარმა მიმოიხილა და აღნიშნა ივლისის დასაწყისში ჯავახეთში შესრულებული ვიზიტი და იქ ორგანიზებული სემინარები.

არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა ჰასან ხალილს მოახსენა ბავშვთა დაცვის კუთხით თემში განხორციელებადი სხვადასხვა აღმზრდელობითი და კულტურულ-საგანამანათლებლო სამუშაოების, მოქმედი საბავშვო ბაღის და წრეების შესახებ.

ჰასან ხალილის მიერ შემოთავაზებულ იქნა ნოემბრის თვეში, თემში, კონკრეტულად „ჰაიარტუნ“ ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის სემინარ-შეხვედის ორგანიზება, რომელიც წინამძღვარმა მოიწონა.

შეხვედრა დასრულდა თბილ გარემოში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են