არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ვიზიტი ჯავახეთში
2020 წლის 12-13 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი წინამძღვრული ვიზიტით იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში.
ვიზიტი დაიწყო ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის მონახულებით. წმინდა მამამ ლოცვა აღავლინა უძველეს ტაძარში, შემოიარა და დაწვრილებით გაეცნო ეკლესიის შენობის მდგომარეობას.
ეპარქიალურ ვიკარიატის ახალქალაქის რეზიდენციაში არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი შეხვდა ადგილობრივ სასულიერო და დიაკვანთა დასს, ვიკარიატის პერსონალს. სასულიერო პირებმა წარადგინეს ვიკარიატის ამჟამინდელი მდგომარეობა, ისაუბრეს ასევე არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
შეხვედრის შეჯამების შემდეგ, წინამძღვრის ნაცვალმა აღნიშნა სასულიერო დასის ერთგული მომსახურება, მოუწოდა ყურადღებით მუშაობა პრობლემების გადაჭრის კუთხით, ღვთისადმი ერთგული მომსახურებით გაემაგრათ და გაეღრმავათ რწმენა სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმართ, სულიერი, კულტურისა და განათლების კუთხით წარმართული სამუშაოებით ხელი შეეწყოთ ხალხის გაერთიანებას ეკლესიის ირგვლივ.
არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია ეკლესიის შენობას, სადაც რემონტი მიმდინარეობდა. გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში წინამძღვრის ნაცვალს თან ახლდა ადმინისტრაციულ-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ ერიციანი.