Материалы

მიმლოცველობა წალკის რაიონის ეკლესიებში

მიმლოცველობაზე წასვლა და გულის წადილის შესრულების ვედრებით უფალთნ ლოცვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მორწმუნეთა სანუკვარი მიზანია, რომელიც პერიოდულად სასულიერო დასისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით ხორციელდება. კორონავირუსული პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, პირველად, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სასულიერო დასმა და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, 2020 წლის 30 აგვისტოს განახორციელა თბილისელი სომხების მიმლოცველობა წალკის მუნიციაპალიტეტის ეკლესიებში.

დილა ადრიან, დაახლ. 50 თბილისელი მომლოცველი, ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის ხელმძღვანელობით, დიაკვნებთან ერთად გაუდგა გზას წალკის რაიონის სოფ. ყიზილკილისას „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიისკენ, სადაც მიმლოცველებს შეუერთდა წალკაში მსახური დიაკვანი კამო თაზაიანი, რომელმაც თბილისელ სომხებს მასპინძლობა გაუწია და სიწმინდეებისკენ გაუძღვა.

მე-19 საუკუნეში აშენებულ ძველ, მდგარ და ხელმეორედ ნაკურთხ ეკლესიაში გაჟღერდა წმიდა ლიტურგია და საგალობლები. უფლის ნებით, წმინდა ლიტურგია ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა კამო, ეღიშე და გევორგ დიაკვნებთან ერთად აღასრულა. ღვთისმსახურებას შეუერთდა სოფლის მოსახლეობა, მოისმინეს მწირველი მღვდლის მიერ გაჟღერებული დღის საიდუმლო- ქადაგება ღვთისმშობლის ქამრის შესახებ, აღთქმის მიღების სურვილები და დაესწრნენ ზიარების საიდუმლოს.

118654413 3305195159597273 7418312891223937030 O

მიმლოცველობა გაგრძელდა ღუშჩის „სურბ გევორგ“ ეკლესიაში. აქ მორწმუნეთა ლოცვასა და სანთლების დანთებას მოჰყვა სასულიერო პირთა ამაღელვებელი ჟამნობა, მორწმუნეთა კურთხევის წესი, რიტუალები, რომელმაც სიცოცხლე და ხალისი შესძინა ძველი ეკლესიის მდუმარე ყოველდღიურობას.

მიმლოცველები ეწვივნენ ასევე სოფელ ოზნის, იყვნენ ოკამშიც, მოინახულეს და აღფრთოვანდნენ ბერძნული წმიდა სამების ტაძრის სილამაზით და სინანული გამოთქვეს კედლებიდან წაშლის პირას მყოფ ფრესკებთან დაკავშირებით.

დღის ბოლოს მიმლოცველებს დაშბაშის კანიონის მშვენიერ და გასაოცარ ბუნებაში, საკუთარი საოჯახო ტიპის სასტუმროს ტერიტორიაზე სიყვარული უმასპინძლა დიასახლისმა მაია მკრტჩიანმა. სულიერად აღვსილმა მორწმუნეებმა თავიანთი ვიზიტი დაასრულეს სპორტული თამაშებით, მხიარული ცეკვა-სიმღერითა და სომხური მწვადის დაგემოვნებით.

თბილისელი მიმლოცველები მადლობას უხდიან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალს, ღირს მღვდელსა და დიაკვანებს, ისევე როგორც მაია მკრტჩიანს, მათი წინაპრების ეროვნულ და სულიერ ღირებულებებთან დაახლოვების და რწმენაში გამტკიცების წმინდა მიზნის მიღწევაში მხარდაჭერისათვის.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են