ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული შაუმიანში
2020 წლის 13 სექტემბერს, ჯვრის თაყვანისცემის დღეს, ორ ათეულზე მეტი თბილისელი სომეხი მორწმუნე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, დედაქალაქის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან მიმლოცველობაზე გაემართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში.
საკურთხეველზე დიდებულად აღმართული იყო რეჰანით შემკული ჯვარი.
ეკლესიაში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა. მწირველი და მქადაგებელი გახლდათ, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მსახური, ღირსი მღვდელი, ტათევ მარუქიანი, დიაკვან გევორგ ავეტისიანთან ერთად. ღვთისმსახურებას თბილისიდან ჩასულ მომლოცველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა.
ღვთისმსახურების მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა დღის საიდუმლოზე იქადაგა, ისაუბრა, რომ ჯვარი შეუცვლელია, ქრისტიანისათვის დიდია მისი მნიშვნელობა და მიზანი, რომ ჩვენი იესო ქრისტე ჯვრისგან განუყოფელია. მღვდელმა დამსწრეებს ლოცვებითა და მტკიცე რწმენით, ჯვრის ძალით ცხოვრებისკენ მოუწოდა, რამეთუ უფალი ყოვლისშემწეა მის ძესთან იესო ქრისტესთან ერთად.
ამის შემდეგ შესრულდა წმიდა ჯვრის გადმობრძანების თაყვანისცემის რიტუალი. მღვდელი ტათევის ხელმძღვანელობითა და მრევლის მონაწილეობით რეჰანით შემკული ჯვარი ეკლესიის ირგვლივ შემოატარეს, შემდეგ კი მოძღვარმა მრევლი ვარდის წყლით აკურთხა. ფსალმუნების გალობით ეკლესიის ირგვლივ ჯვრით შემოვლის შემდეგ, იკურთხა ჯვრის ყვავილი- რეჰანი და მრევლს დაურიგდა.
ამის შემდეგ მრევლი სოფლის გარეთ მდებარე სამლოცველოსკენ გაემართა, სადაც მათ სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს მღვდელ კირაკოსის სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის.