Материалы

მხარდაჭერის ლოცვა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში

2020 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის, ავლაბრის, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, არცახში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის წესი შესრულდა. ამის შემდეგ მუხლებზე დაჩოქილმა სასულიერო დასმა ლოცვა აღავლინა და უფალს სომხეთსა და არცახში მშვიდობა, არცახის თავდაცვით პოზიციებზე მყოფი თანამემამულეებისა და სამშობლოს დამცველთათვის მხარდაჭერა სთხოვა.

მხარდაჭერის ლოცვას ესწრებოდა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.

ლოცვის შემდეგ, არქიმანდრიტი კირაკოსი სომხეთის ისტორიის ფურცლებს დაუბრუნდა: ისაუბრა თურქი იანიჩარების მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაზე, გაიხსენა 1915 წლის სომეხთა გენოციდი, რომლის გაგრძელებაც თურქეთისა და ხელოვნურად შექმნილი აზერბაიჯანის მიერ აღიარებული არმენოფობიული პოლიტიკაა, რომელიც მოიცავს არა ისტორიული არცახის კომფისკაციას, არამედ „სომეხი ხალხისა და სომხური სახელმწიფოს განადგურებას“.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა თბილისელ სომხებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ საზღვარზე მებრძოლ სომეხ ჯარისკაცებს, ასევე არცახელ ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, რომლებმაც სომხეთს შეაფარეს თავი, ილოცონ მშვიდობისათვის. ეპარქიის წინამძღვარმა ასევე მოუწოდა ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ ტაძრებში ჩატარებულ მშვიდობისა და მხარდაჭერის ლოცვებში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ყველა ეკლესიაში ორგანიზებულ უწყვეტ შემოწირულობაში- არცახის გამარჯვების მხარდასაჭერად.

122362835

122495243 3467895953327192 1772165701086226671 O

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են