Материалы

ბროწეულის კურთხევა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

ახალი წლის ღამეს ყველა სომხურ ტაძარში სიმბოლური რიტუალი- ბროწეულის კურთხევა, სრულდება. წესი, 2015 წელს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ შემოიღო. ბროწეული წელიწადის სიმბოლოა, მისი თითოეული მარცვალი კი წელიწადის თითოეულ დღეს აღნიშნავს. ბროწეულის კურთხევით სრულდება ძველი და იწყება ახალი წელი.

2020 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ბროწეულის კურთხევის რიტუალი შესრულდა.

თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა მიმართა დამსწრეებს, ისაუბრა მთელი მსოფლიოსათვის საფრთხის შემცველ პანდემიაზე, სომეხი ხალხისათვის 2020 წლის მეტად მძიმე დღეებსა და გაიხსენა ასევე არცახის ომში დაღუპულები... მღვდელმა ყველას უსურვა, რომ ახალი 2021 წელი მშვიდობისა და ჯანმრთელობის წელიწადი ყოფილიყოს. მან დამსწრეებს ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევაც გადასცა, ისაუბრა ბროწეულის კურთხევის რიტუალზე. ახალი წლის დადგომამდე, მღვდელმა სამველმა ბროწეულის კურთხევის რიტუალის დამსწრეებს მოუწოდა ჩვენი ეკლესიის მოძღვრებით დამდეგი წლის თითოეული დღე იცხოვრონ უფლის ლოცვა-კურთხევით, უფლის მცნებების თანახმად.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში მადლიერების ლოცვითა და ბროწეულის კურთხევით დასრულდა ძველი წელი.

134312340 3657414844375301 7003211920249363235 O

სურბ გევორგ, სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են