Материалы

ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარელების ქისა“-ს საჩუქრები ბავშვებს

2021 წლის 23 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი არქიმანტრიტი კირაკოს დავთიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელს (კარმირს) ეწვია, სადაც მას საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის, სოფლების წითელსოფელის (კარმირის) და ახქეორპის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი დახვდა.

სულიერი მოძღვრები სოფ. წითელსოფლის (კარმირის) საჯარო სკოლას ეწვივნენ. არქიმანდრიტმა კირაკოსმა დალოცა მოსწავლეები და ბავშვებს ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარელების ქისა“-ს საჩუქრები გადასცა, რომელიც, როგორც სიყვარულისა და სიკეთის გამოხატულება საზღვარგარეთიდან მათმა თანატოლებმა გამოუგზავნეს. არქიმანდრიტმა ბავშვებს მოუწოდა იყვნენ კეთილები, იარონ ეკლესიაში და იცხოვრონ ქრისტიანული სიყვარულით.

ამის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარი და მასთან ერთად მყოფი პირები ქალაქ მარნეულს ეწვივნენ, სადაც ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარელების ქისა“ -ს საჩუქრები დაარიგეს.

ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარელების ქისა“ საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის 3-14 წლის პატარებსა და არასრულწლოვანებს სიყვარულს და სიკეთეს უზიარებს სიხარულითა და სიურპრიზებით აღსავსე საშობაო საჩუქრებით. ეს საჩუქრები იესო ქრისტეს ბავშვებისადმი დიდი სიყვარულის გამოვლინებაა. ის ასევე პატარებს ასწავლის ეკლესიის სიყვარულს, ქრისტიანული სიყვარულისა და სიკეთის იდეებით აღზრდასა და ქრისტიანული ცხოვრებით მცხოვრები თავიანთი თანატოლებისგან მაგალითის აღებას.

Img 5B9C985F0C22Abb71Ccdb713D2A666B5 V

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են