საჩუქრების მიღების მხიარულება და ჟრიამული იყო „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კვლავ მიეცათ ერთად თამაშის, სწავლის, ცეკვა-სიმღერის და ერთმანეთთან დღის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა.
2021 წლის 4 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ეწვია „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღს. ეპარქიის წინამძღვარმა აღმზრდელებს დიდხნიანი პაუზის შემდეგ საქმიანობის განახლება მიულოცა და უსურვა მათ, რომ უწინდებული ენთუზიაზმითა და სიყვარულით აღავსონ ცენტრის საქმიანობა.
არქიმანდრიტმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დალოცა, ისაუბრა იმ ბავშვებზე, რომლებმაც საზღვარგარეთიდან საჩუქრები გამოუგზავნეს თავიანთ თანატოლებს. ეს საჩუქრები იესო ქრისტეს ბავშვებისადმი დიდი სიყვარულის გამოვლინებაა. ის ასევე პატარებს ასწავლის ეკლესიის სიყვარულს და ქრისტიანული ცხოვრებით მცხოვრები თავიანთი თანატოლებისგან მაგალითის აღებას. არქიმანდრიტმა კირაკოსმა, ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარელების ქისა“-ს საჩუქრების ლამაზი ყუთები დაურიგა პატარებს და მათ საჩუქრების მიღების სიხარული მიანიჭა.
ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარელების ქისა“ უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის 3-14 წლის პატარებსა და არასრულწლოვანებს სიყვარულს და სიკეთეს უზიარებს სიხარულითა და სიურპრიზებით აღსავსე საშობაო საჩუქრებით.
ამ ორგანიზაციის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლობის კოორდინატორის, ღირსი მღვდლის ნარეკ კუშჩიანის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებისათვის 5000 ყუთი საჩუქარი გამოიყო. საჩუქრები განკუთვნილია ეპარქიის მფარველობაში მოქმედი სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების, სკოლამდელი აღზრდის, საკვირაო სკოლებისა და სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის 14 წლამდე ბავშვებისათვის.