Материалы

სიკეთისა და სიყვარულის საჩუქრები „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის აღსაზრდელებს

2021 წლის 6 მარტს, მხიარული განწყობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწ

მინდის „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში (კოორდინატორი- ჟორა სნხჩიანი, სულიერი ინსპექტორი - ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი). ცენტრში მოეწყო სახვითი ხელოვნების წრის მოწაფეთა (პედაგოგი- რუზანა სირაკანიანი) ნამუშევრების გამოფენა. გამოფენას დაესწრო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.

არქიმანდრიტმა შემოიარა ცენტრის წრეები, გაესაუბრა მოწაფეებს და შეაქო წრის ის წევრები, რომელთა ნამუშევრებიც გამოფენილ ექსპონატებს შორის იყო წარმოდგენილი.

ეპარქიის წინამძღვარმა წრის მოწაფეები დალოცა და შეახსენა მათ, რომ საერთაშორისო ქრისტიანულმა ორგანიზაციამ- „სამარელების ქისა“, სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოდ, წელსაც გამოუგზავნა საშობაო საჩუქრები საქართველოს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის გარშემო გაერთიანებულ 3-14 წლის ბავშვებს. არქიმანდრიტმა კირაკოსმა ცენტრის სახვითი ხელოვნების, სომხური ეკლესიის ისტორიის, სომხეთის ისტორიის და მუსიკის გუნდის წევრებს აღნიშნული საჩუქრები გადასცა. საჩუქრები გადაეცემათ ასევე ცენტრის სხვა წრეების მოწაფეებსაც.

მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა და ჟორა სნხჩიანმა გამოჩენილი ყურადღებისა და საჩუქრებისათვის მადლობა გადაუხადეს ეპარქიის წინამძღვარს და საერთაშორისო ორგანიზაციას.

158156270 2770667903197997 5617974941674595186 O

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են