Материалы

წმ. გრიგოლ განმანათლებლის „ხორ ვირაპში შესვლის“ დღისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია

2021 წლის 20 მარტს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა პირველი სომეხი პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამი დღესასწაულიდან პირველი, რომელიც იხსენებს წმ. გრიგოლ განმანათლებლის შესვლას ხორ ვირაპში და მის მიერ იქ განცდილი ტანჯვებს. თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, პირველი სომეხი პატრიარქის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია აღავლინა სულიერმა მსახურმა, ღირსმა მღვდელმა მამა ვირაპ ღაზარიანმა.

საყოველთაო ქრისტიანობის დღესასწაულზე გაიხსნა ეკლესიის ფარდა და მორწმუნეებს ზიარების საშუალება მიეცათ.

ღვთისმსახურების მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა და ისაუბრა დღის მნიშვნელობაზე. დამსწრეები ინტერესით ისმენდნენ წმ. გრიგოლ განმანათლებლის ქრისტიანული რწმენისათვის განცდილ ტანჯვებს, მის მიერ ხორ ვირაპში შესვლის, 14 წლის განმავლობაში გამოჩენილი დიდი ნებისყოფის, წინააღმდეგობის ძალისა და ღვთისა და ქრისტესადმი ერთგულების შესახებ მონათხრობს. ხორ ვირაპში განცდილი ტანჯვების შემდეგ წმ. გრიგოლ განმანათლებელმა, ვინც სომხურ სახელმწიფოში ქრისტეს ნათელის გავრცელებას მიუძღვნა თავი, გახდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სომხური ეკლესიის პირველი პატრიარქი.

მორწმუნეებმა სანთლები დაუნთეს წმ. გრიგოლ განმანათლებლის ხსოვნას და ლოცვაში საყოველთაო ქრისტიანს მფარველობა შესთხოვეს.

163089456

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են