საკვირაო გამასპინძლება თბილისის სომხურ ტაძრებში
თბილისის „სურბ გევორგ“ და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში ყოველ კვირა დღეს მორწმუნეთათვის გამასპინძლება იმართება.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, ღვთისმსახურების შემდეგ იმართება მორწმუნეთათვის გამასპინძლება. სასულიერო პირთა კურთხევის შემდეგ მორწმუნეები მიირთმევენ ტკბილეულს ცხელ ჩაისა ან და ყავასთან ერთად. გარდა ამისა მორწმუნეებს ამ დროს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრონ ეპარქიის წინამძღვარს და სასულიერო დასს, გააცნონ მათ საკუთარი ინიციატივები, გაეცნონ ერთმანეთს და დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია.
ინიციატივის ავტორები არიან „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა ჯგუფი აიდა ჩახოიანის და საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი- „შუშანიკი“, სუსანა ხაჩატურიანის ხელმძღვანელობით. გამასპინძლება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და ის მიზნად ისახავს ქალაქის სხვადასხვა რაიონიდან საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასასწრებად მოსული მრევლის ზიარების შემდეგ შიმშილის გრძნობის შემცირებას, ასე ვთქვათ „შიმშილის მოკვლას“.
ღონისძიების ყოველკვირეულ მოწყობაში აქტიურად მონაწილეობენ მორწმუნეები მარინე სუმახიანი, ქრისტინე საჰაკიანი, ევგენია მარკოსიანი, ჟანა და ქრისტინე ჰარუთუნიანები, მარინე ხაჩატუროვა, შუშანიკ უმბრეიანი, მარიანა უთმაზიანი და სხვები.
გამასპინძლება მრავალჯერად ხასიათს ატარებს, რომლის ორგანიზებაში თავად მორწმუნეებიც არიან ჩართულნი.