კონსულტაციები საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოში
2021 წლის 24 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ ეკლესიის საეპისკოპოსოში გაიმართა შეხვედრა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალს, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანსა და ეპარქიის პრესისა და საინფორმაციო განყოფილების თანამშრომლებს შორის. ეპარქიის წინამძღვარმა დალოცა განყოფილების თანამშრომლები, გააცნო მათ საკუთარი ხედვა ეპარქიის ვებ გვერდსა და სოციალურ გვერდებზე სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობის წარმოჩენასთან დაკავშირებით. არქიმანდრიტმა დამსწრეებს ქვემო ქართლის რეგიონის სოფ. წითელისა და დ. შაუმიანის სულიერი მოძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის საინფორმაციო განყოფილების ელექტრონული პროგრამების პასუხისმგებლად დანიშვნის კურთხევის მიცემის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
არქიმანდრიტმა ზავენმა წარმოადგინა საკუთარი პროგრამა საინფორმაციო განყოფილების შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელმაც სათანადოდ უნდა გააშუქოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოველდღიურობა და საქმიანობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
საინფორმაციო განყოფილების თანამშრომლები გაეცნენ ახალი პროგრამის მოთხოვნებს და აიღეს ვალდებულება, რომ შემდგომი საქმიანობა ახალი მოთხოვნების შესაბამისად განახორციელონ.