Материалы

ბზობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

2021 წლის 28 მარტს, წმინდა აღდგომის წინა კვირა დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ ბზობის დღესასწაული იზეიმა, რომელიც განასახიერებს ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში.

დილიდანვე ხალხმრავალი იყო თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრის და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოები და მათი შემოგარენი. მორწმუნენი ამაღლებული განწყობით იკრიბებოდნენ რათა გაეზიარებინათ იერუსალიმში ქრისტეს დიდებით შესვლის სიხარული.

მორწმუნეებით სავსე „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

ღვთისმსახურების მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობასა და დღესასწაულის სულიერ სწავლებაზე იქადაგა, ისაუბრა კეთილის და სიყვარულის ბოროტზე გამარჯვების შესახებ.

წლების წინ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ ბზობის დღესასწაული ბავშვების კურთხევის დღედ გამოაცხადა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა დალოცა მრევლი და იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეების რამდენიმე ეპიზოდზე ისაუბრა.

ამის შემდეგ წმინდა მამის საპატიო წინამძღოლობით გაიმართა ბავშვების, ზეთისხილის და ტირიფის ტოტების კურთხევის წესი. ნაკურთხი ზეთისხილის და ტირიფის ტოტები მორწმუნეებმა თან წაიღეს.

დღის განმავლობაში მორწმუნეთა ნაკადები არ წყდებოდა სომხურ ტაძრებში. სულიერი მოძღვრები აკურთხებდნენ მორწმუნეთა მიერ მოტანილ ტირიფის ტოტებს, რადგანაც სწორედ ტოტები ანიჭებს განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ბზობის დღესასწაულს.

165903984

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են