Материалы

დიდი პარასკევი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

2021 წლის 2 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში დიდი პარასკევის რიტუალები შესრულდა. დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ტანჯვებს,  ჯვარცმას, ხორციელ სიკვდილს,  ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

ამ წმინდა საიდუმლოს გასაზიარებლად ეკლესიის მოყვარულმა ქალბატონებმა ყვავილებით და შტოებით მორთეს    სადგამი - ქრისტეს სიმბოლური "საფლავი". შემდეგ ეპარქიის სხვადასხვა ეკლესიაში სომეხი მრევლი ერთობლივ ლოცვაზე და ქრისტეს ტანჯვების გასაზიარებლად შეიკრიბა. ამ დღეს ეპარქიის ეკლესიებში დილის ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა ჯვარცმის რიტუალი.

1

თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში,   საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,   არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით და კურთხევით, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ წინასადღესასწულო ცერემონიის დროს დასვენების წესი შესრულდა, როდესაც მრევლის თანდასწრებით, სამღვდელოებისა და მორწმუნეების მონაწილეობით გარდამოხსნა გამოასვენეს ეკლესიებიდან და შემოატარეს მის გარშემო.

საეკლესიო რიტუალის დასასრულს უფლის წმინდა საფლავის სურნელოვანი ყვავილები დაურიგდა მორწმუნეებს.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են