Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დიდი ხუთშაბათის საეკლესიო რიტუალები შესრულდა

2021 წლის პირველ აპრილს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ დიდი ხუთშაბათი იზეიმა. დიდი ხუთშაბათის საეკლესიო მსახურება საიდუმლო სერობას და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ დაწესებული წმინდა ზიარების საიდუმლოს ეხება. დიდ ხუთშაბათს, დილით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. საეკლესიო მსახურება დილით დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძელდა. დილის ღვთისმსახურების შემდეგ ეპარქიის ეკლესიებში შესრულდა მონანიების რიტუალი, ხოლო შემდეგ აღევლინა საიდუმლო სერობის საღმრთო ლიტურგია. საიდუმლო სერობის ჟამს დააწესა მაცხოვარმა წმინდა ზიარების საიდუმლო: ღვინო და პური სისხლად და ხორცად ჩვენი მაცხოვრისა იესო ქრისტესი.

თბილისში, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას არქიმანდრიტმა კირაკოსმა იქადაგა იესო ქრისტეს მიერ წმინდა ზიარების საიდუმლოს დადგენის შესახებ.

ამის შემდეგ ეკლესიებში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა. საიდუმლო სერობის შემდეგ, ჭეშმარიტი თავმდაბლობის ნიშნად, ქრისტე ფეხებს ჰბანს მოწაფეებს.

ეპარქიის სომხური ეკლესიების სულიერმა მამებმა, უფლის ამ მაგალითით, ეკლესიებში შესრულებული საგალობლების თანხლებით, საკურთხევლზე მუხლმოდრეკილებმა თორმეტ ბავშვს დაბანეს ფეხები და ნაკურთხი ზეთი სცხეს. რიტუალის შემდეგ ნაკურთხი ზეთი მორწმუნეებს დაურიგდა.

დიდი ხუთშაბათის საღამოს შესრულდა დიდი პარასკევის ცისკარი, რაც დიდ პარასკევს ეხება და სიმბოლოა ჩვენი უფლის ჯვარცმის და დასაფლავებისა. დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება ღვთისმსახურება, რომელსაც „ხავარუმ“ ეწოდება.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში, კერძოდ, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულებული დიდი პარასკევის ცისკრის ცერემონიისას სახარების წაკითხვამ დამსწრეებს გაახსენა იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში, იესოს გაცემა, იესოს შეურაცხყოფა და პეტრეს მიერ მისი უარყოფა.

დიდი პარასკევის ცისკრის ცერემონიისას, ღირსმა სულიერმა მღვდლებმა მრევლს ქრისტიანული სიყვარულით ცხოვრების და ქრისტესადმი ერთგულებისკენ მოუწოდეს.

დიდი პარასკევის ცისკრის ცერემონია შესრულდა ასევე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ყველა ეკლესიაში.

167560137 299538074896689 5445651541111055295 N

167588493 299538038230026 5302013148570793614 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են