ეკლესიის მოყვარულმა სომეხმა ქალბატონებმა დედის და სილამაზის დღე აღნიშნეს
7 აპრილს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულს რელიგიური და სახელმწიფო დატვირთვა აქვს: ხარების დღესასწაული მთავარანგელოზის მიერ მარიამ ღვთისმშობლისათვის ხარებაა, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა, სომხეთის მოსახლეობისთვის ასევე დედათა, დედობის სიხარულის მოლოდინში მყოფთა და სილამაზის დღეა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირმა ხარების დღესასწაული „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში აღინიშნა. ყოველთა სომეხთა პოეტის კერა ზუსტადაც რომ ის ოჯახია, სადაც ოვანეს თუმანიანის მეუღლის, ქალბატონ ოლგა მაჭკალიანის თბილი დედობრივი მზრუნველობით, სულიერი და საერო ცხოვრების ჰარმონიული ერთიანობით, კაცთმოყვარეობით, პატრიოტიზმის კეთილშობილური იდეებით აღიზარდა ათი ღირსეული მამულიშვილი.
დედის და სილამაზის დღისადმი მიძღვნილ სიმბოლურ დღესასწაულს ესწრებოდა ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი ქალბატონი ანა საჰაკიანი. დამსწრეებმა ისაუბრეს თბილისელი სომეხი ქალბატონების ყოველდღიურობაზე, საეკლესიო ცხოვრებაში მათ ჩართულობაზე, დღევანდელობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, პანდემიის პირობებში არსებულ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე, ისევე როგორც ეპარქიის საქმიანობის დღევანდელ და მომავალ ხედვებზე.
ქალბატონი ანა ინტერესით გაეცნო სხვადასხვა სფეროში ქალთა ჩართულობასა და საქმიანობას, ამის შემდეგ მან შეხვედრის დამსწრე ქალბატონებს სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი დიპლომატიური მოღვაწეობა გააცნო. დედა სამშობლოს კულტურის საკითხებში ელჩის მრჩეველმა არცახის ომის პერიოდში ეპარქიის მიერ დახმარების გაწევის ორგანიზებაში საქართველოს სომეხთა ეპარქიას შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ იდგება ეკლესიის მოყვარულ ქალთა გვერდში და მხარს დაუჭერს მათ წამოწყებებს. დღესასწაულმა სასიამოვნოდ, სიცილ-ხუმრობით ჩაიარა.