Материалы

მთარგმნელთა დღესასწაულზე სერტიფიკატების გადაცემის ტრადიციული ცერემონია გაიმართა და ჩატარდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა კურთხევის წესი

2021 წლის 24 ივნისს, თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქვემო ქართლის დაბა შაუმიანისა და სოფელ წითელსოფლის სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა. საღმრთო ლიტურგია მიეძღვნა წმინდა მთარგმნელთა სააკ პართევისა და მესროპ მაშტოცის ხსენების დღეს. წმინდა ლიტურგიას ესწრებოდნენ ეპარქიის სომხური ენის სწავლების „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ საშაბათო და „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლების 2020-21 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მოსწავლეები, დედაქალაქის №104 სომხური და №103 ქართულ-სომხური საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები თავიანთ მასწავლებლებთან ერთად და ასევე სამდღიანი ვიზიტით თბილისში მყოფი ბათუმის ქართულ-სომხური სკოლის მოსწავლეები აჭარის, იმერეთის, გურიის სომეხთა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის არარატ გუმბალიანის ხელმძღვანელობით.

205080142 4156170981166349 3817266319959822789 Nწმინდა ლიტურგიის მიმდინარეობისას, მწირველმა არქიმანდრიტმა ზავენმა დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთარგმნელთა დღესასწაულს ხალხის იდენტობის, მეცნიერების, განათლებისა და რწმენის ზეიმი უწოდა. მან დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა და მთარგმნელთა მიერ შექმნილი სომხური დამწერლობის ქონითა და სომხური იდენტობის მატარებელი კაცის სიამაყით ცხოვრებისკენ მოუწოდა.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დღის მნიშვნელობა საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების საქმიანობას დაუკავშირა, რომლის შედეგადაც უამრავ სომეხი ეროვნების წარმომადგენელს ეძლევა შესაძლებლობა შეისწავლოს მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილი დამწერლობის მატარებელი მშობლიური ენა, გაეცნოს ერისა და ეკლესიის ისტორიას. არქიმანდრიტმა კირაკოსმა ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე აზროვნებასა და ეროვნული ისტორიით და კულტურით სიამაყეზე, რაც ასევე პატრიოტიზმია- მამულიშვილობა, ერთგულება ქრისტიანული სარწმუნოების და სომხური ეკლესიის.

წმინდა მამამ დააფასა განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანს, ღვაწლმოსილი პედაგოგების როზა ზორაბიანის, თამარა გაბოიანის, რევიკ კარაპეტიანის და სხვათა უზადო სამსახური, რომელიც მათ ახალი თაობისათვის მშობლიური ენის სწავლების, მათი მამულიშვილური და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მიმართულებით გაწიეს. ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა ახალი თაობის და იმ მასწავლებლების კურთხევის წესი, ვინც საკუთარი თავი საგანმანათლებლო საქმიანობას მიუძღვნეს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა კურსდამთავრებულებს გამოსაშვები სერტიფიკატები და მადლობის სიგელები დაურიგა, ხოლო ეპარქიის „ჰოვნეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურული ცენტრისაგან კურსდამთავრებულებს საჩუქრად გადაეცათ ორენოვნი კრებული- „ჰოვანეს თუმანიანი- 150“. 

ღონისძიება კურსდამთავრებულთა მადლობის სიტყვით და ულამაზესი გამოსვლებით დასრულდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ განათლების განყოფილების დირექტორის თქმით მშობლიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღო „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის სკოლის (პედაგოგები: თამარა გაბოიანი, რევიკ კარაპეტიანი) 23-მა, ხოლო „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის (პედაგოგები: როზა ზორაბიანი, რევიკ კარაპეტიანი) 16-მა კურსდამთავრებულმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკვირაო სკოლას დაახლ. 25 წლიანი ისტორია აქვს. „ჰაიარტუნ“ ცენტრში მიმდინარეობს მოსწავლეთა რეგისტრაცია ახალი სასწავლო წლისათვის.

204626983 4156170821166365 5943151454921757003 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են