წინასაარჩევნო ვიზიტი თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიაში
2021 წლის 27 აგვისტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარს თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“- რევაზ სოხაძე ეწვია.
საწინამძღვრო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეხვედრა თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან.
შეხვედრისას ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ უძველეს საკათედრო ტაძარზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებზე, ეკლესიების მშენებლობასა და ეპარქიის პრობლემებზე.
სტუმარმა დაათვალიერა ტაძარში დაცული რელიგიური წიგნები და საეკლესიო ნივთები, დაინტერესდა თბილისში ისტორიულად არსებული, თუმცა ამჟამად უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი სომხური ეკლესიების, ისევე როგორც სომეხი მორწმუნეების ეკლესიის ირგვლივ გაერთიანების და რიტუალურ ცერემონიებში მათი მონაწილეობის საკითხებით.
ამის შემდეგ რევაზ სოხაძე არქიმანდრიტ კირაკოსის წინამძღოლობით სომხურ ტაძარში იმყოფებოდა. ის აღფრთოვანდა ტაძრის სილამაზითა და მისი ღვთაებრივი ძალით, დაინტერესდა ტაძრის ეზოში დაკრძალული პიროვნებების ვინაობით და პატივი მიაგო ხალხთა მეგობრობის უკვდავი აპოლოგეტის- საიათნოვას ხსოვნას.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი