Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული აღინიშნა

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია სექტემბრის ბოლო შაბათს სურბ გევორგის დღესასწაულს აღნიშნავს. 2021 წლის 25 სექტემბერს, სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში. ამ დღეს განსაკუთრებული ჟრიამული იყო მე-13 საუკუნეში აშენებულ თბილისის ,,სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარსა და მის ეზოში. მორწმუნეები ტაძარში სალოცავად, მამაცი მებრძოლის კურთხევისა და შემწეობის ასევე დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიაში გამართულ რიტუალებში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ შეკრებილნი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, მწირველმა მღვდელმა დღის საიდუმლოზე- მამაცი მხედართმთავრის ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებასა და მოწამეობაზე იქადაგა. ხაზი გაუსვა, თბილისელი სომეხი მორწმუნეების დიდ სიყვარულს წმინდანისადმი, რომლის სახელობის ეკლესიებიც საუკუნეების მანძილზე შენდებოდა დედაქალაქში.

მწირველმა მღვდელმა სურბ გევორგ მხედართმთავრის ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულება სომეხ ხალხს შეადარა, ვინც ისტორიის მანძილზე უამრავი განსაცდელი გამოიარა, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა გამართა და დარჩა ერთგული საკუთარი რწმენისადმი.

წმინდა მამამ პატივი მიაგო 2020 წლის 44-დღიან ომში დაღუპულთა ხსოვნას, ვინც გმირულად დაეცა, თუმცა ბოლომდე უერთგულა საკუთარ რწმენას, საკუთარ ხალხსა და მშობლიურ მიწას.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ისაუბრა დღის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა სომეხი მორწმუნეების ერთიანობის ფაქტს, რომელიც რწმენისადმი ერთგულებით, ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებით, სულიერი ღირებულებების შენარჩუნებითა და გამდიდრებით გამოიხატება. ეპარქიის წინამძღვარმა ყველა გევორგს მიულოცა დღესასწაული და მათ ქრისტეს ერთგულ შვილად ყოფნის სიამაყით ცხოვრებისკენ მოუწოდა.

სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები საქართველოში ლევონ ზარგარიანი, ავეტიქ ჰარუთიუნიანი, ანა საჰაკიანი, ასევე დედაქალაქის ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი ლაბუჩიძე.

ხალხისათვის საყვარელი წმინდანის დღესასწაულს სახალხო დატვირთვაც ჰქონდა.

წინამძღვრის ნაცვლის მიერ იკურთხა და დამსწრეებს დაურიგდა სურბ გევორგის დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეთა მიერ გაკეთებული შესაწირი. ეკლესიის მოყვარე ქალთა კავშირის ინიციატივითა და ჯვრის ნათლია იური ერემიანის მხარდაჭერით ორგანიზებულ იქნა ტორტით და სხვადასხვა ნამცხვრით გამასპინძლება.

სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში. საეკლესიო რიტუალი შესრულდა და სახალხო სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებით წმინდანის სახელობის ტაძრებში.

აქვე დავძენთ, რომ ,,სურბ გევორგ“-ის ტაძარი თბილისის უძველეს ეკლესიათაგან ერთ-ერთია. იგი აშენდა მე-13 საუკუნეში და იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი სომხური სასულიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. 2015 წელს სრულიად განახლდა (ფონდ IDeA-სა და სხვა ქველმოქმედების სახსრებით) ,,სურბ გევორგ“ ტაძარი (ან ციხის დიდი ტაძარი), რომელიც ეპარქიის მთავარ საკათედრო ტაძრად ყოფნით, აგრძელებს საქართველოში მცხოვრები სომხების თავის გარშემო გაერთიანებას.

242935841 4434470583336386 4978985374316310999 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են