Материалы

საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები ჩაერთნენ „სამოქალაქო დიალოგი და სამოქმედო ნაბიჯები ცვლილებებისთვის 2021-2022 წწ.“ პროგრამაში

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, საქართველოს სომეხთა სათვისტომოში დაიწყო პროგრამა - „სამოქალაქო დიალოგი და სამოქმედო ნაბიჯები ცვლილებებისთვის 2021-2022 წწ.“, რომელსაც 2005 წლიდან აფინანსებს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ჯინიშიანის ხსოვნის ფონდი.

საქართველოს სომეხთა სათვისტომო  წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული ზემოთ აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში, რის შედეგადაც ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ქრონიკებში საინტერესო ინიციატივების და  ნაყოფიერი საქმიანობის ამსახველი შთამბეჭდავი გვერდები ჩაიწერა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების აქტიური წევრი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ახალგაზრდა,  ემილ სარგსიანი  აღნიშნული პროგრამის განხორციელებას საქართველოში ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაუდგა სათავეში და საქართველოში ახალგაზრდა ელჩის საპატიო წოდება მიიღო. წელს „სამოქალაქო დიალოგი და სამოქმედო ნაბიჯები ცვლილებებისთვის 2021-2022 წწ.“ პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა კვლავაც მან ჩაიბარა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, 2021 წლის 21 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლის დროსაც ახალგაზრდა ელჩმა დამსწრეებს ერევანში დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისში უკანასკნელ პერიოდში გამართული შეხვედრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამის შემდეგ მან დეტალურად ისაუბრა ჯინიშიანის ფონდის პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე, რეკომენდაციებსა და მიმართულებებზე. 

Img 20211130 Wa0001

„სამოქალაქო დიალოგი და სამოქმედო ნაბიჯები ცვლილებებისთვის 2021-2022 წწ.“ პროგრამა გაგრძელდება 12 თვის განმავლობაში - 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგ-სემინარები, რომლის დროსაც სხვადასხვა იდეის გახმოვანებით და პრობლემის დასახელებით, ახალგაზრდები ისწავლიან მათ განსახორციელებლად გზების მოძებნას და წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად სწორი პროექტების წარდგენას, ინიციატივებით გამოსვლას - რის შედეგადაც გააქტიურდება სათემო საქმიანობა.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება გააგრძელებს ქვე-პროექტის განხორციელებას, რომლის სამიზნეც იქნება საზოგადოების სხვადასხვა ფენა, სოციალური დახმარება და საქველმოქმედო ღონისძიებები. პრიორიტეტი მიენიჭება სამოქალაქო ინტეგრაციის, მშობლიური ენის შენარჩუნების, სომხური კულტურის გავრცელებისა და განვითარების საკითხებს.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულნი არიან სომეხი ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დაგეგმილია შეხვედრები და ლექციები სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან.

მიღებული ახალი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით პერიოდულად გაიმართება ახალი იდეებისა და ინიციატივების განხილვები. ტრენინგ-სემინარები ჩატარდება, როგორც ონლაინ, ასევე ურთიერთ ვიზიტებით და პირდაპირი კომუნიკაციით.

შეხვედრაზე ახალგაზრდების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა იდეა და ინიციატივა, რომლის განხორციელებაც ერთობლივი ძალებით მოხდება.

Img 20211130 Wa0002

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են