Материалы

სიკეთის თესვას ალ. მანთაშიანცს გული კარნახობდა

2022 წლის 3 მარტს, გამოჩენილ სომეხ ბიზნესმენსა და ფილანთროპს, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანს, უმსხვილეს ნავთობის მაგნატს - „ნავთობის მეფედ“ წოდებულ ალექსანდრე მანთაშიანცს დაბადებიდან 180 წლის იუბილე შეუსრულდა.

ხალხმრავლობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში, სადაც დიდი ქველმოქმედის სიმბოლური მემორიალური ძეგლია განთავსებული და სადაც თავდადებული პატრიოტის და ფილანთროპის ბიუსტი დგას.

ერის ღირსეული შვილის, დიდი პატრიოტისა და ფილანთროპის, ქველმოქმედ ალექსანდრე მანთაშიანცის დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის ხელმძღვანელობითა და სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით, დიდი ქველმოქმედის სულის სიმშვიდისათვის პანაშვიდი შესრულდა.

2

ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა ისაუბრა ერის გამოჩენილი შვილის - ალექსანდრე მანთაშიანცის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, გაიხსენა ის დიადი საქმეები, რაც გულის კარნახითა და ბრძნული წინდახედულობით განუხორციელებია დიდ ქველმოქმედს. მანთაშიანცი მოქმედებდა განათლების, განმანათლებლობის და კულტურის განვითარების საჭიროების შესაბამისად, ამიტომაც დიდი ქველმოქმედი მხარს უჭერდა ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებასა და წინსვლას, რითაც უზრუნველყოფდა ქვეყნის განვითარების, აღორძინებისა და წინსვლის შეუფერხებელ სვლას. ალექსანდრე მანთაშიანცი მთელი ცხოვრება გულის კარნახით თესავდა და ავრცელებდა სიკეთეს.

საკმევლის კმევის და ლოცვის შემდეგ დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს ალექსანდრე მანთაშიანცის ბიუსტი, პატივი მიაგეს არა მხოლოდ  საქართველოს სომეხი საზოგადოების, არამედ მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომეხი ერის შვილების  სიამაყის, ქველმოქმედებისა და ფილანთროპიის ღირსეული წარმომადგენლის - ალექსანდრე მანთაშიანცის ხსოვნას.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են