Материалы

„სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბავშვებს

2022 წლის 17 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები განსაკუთრებულად გახარებულები იყვნენ. ბავშვებმა ჯერ კიდევ დილით „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელის, ევგენია მარკოსიანის განცხადებიდან შეიტყვეს, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის სტუმრობასთან ერთად მათ ასევე სხვა სასიამოვნო სიურპრიზიც ელოდათ.
ეპარქიის წინამძღვრის კურთხევის მიღების შემდეგ, სასიამოვნო სიურპრიზიც გამოაშკარავდა: ეს იყო „სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო  ორგანიზაციის მიერ ბავშვებისათვის განკუთვნილი საშობაო საჩუქრების დარიგება. საჩუქრებმა ბავშვებს განუმეორებელი სიხარული მიანიჭა, რისი მომსწრენი ბავშვებთან ერთად გახდნენ ასევე უფროსებიც.
უკვე რამდენიმე წელია, ზემოხსენებული ორგანიზაცია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის 2-14 წლის ბავშვებსა და არასრულწლოვნებს ულამაზესი საჩუქრების საშუალებით უზიარებს სიყვარულსა და სიკეთეს, რომელიც სავსეა სიხარულით, სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით. ეს საჩუქრები იესო ქრისტეს ბავშვებისადმი დიდი სიყვარულის გამოვლინებაა. ის ასევე პატარებს ასწავლის ეკლესიის სიყვარულს, ქრისტიანული სიყვარულისა და სიკეთის იდეებით აღზრდასა და ქრისტიანული ცხოვრებით მცხოვრები თავიანთი თანატოლებისათვის მიბაძვას.

276135847
ორგანიზაციის, „სამარელების ქისა“, საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლობის კოორდინატორის, ღირსი მღვდლის ნარეკ კუშჩიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებს 5000 ყუთი საჩუქარი გადაეცა. საჩუქრები განკუთვნილია ეპარქიის სასულიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრების სკოლამდელი აღზრდის, საკვირაო სკოლებისა და სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის აღსაზრდელებისა და მოსწავლეებისათვის.
ორგანიზაციის - „სამარელების ქისა“, საჩუქრების სიხარულსა და აღფრთოვანებას გრძნობენ თბილისის სომხური საჯარო და საკვირაო სკოლების მოსწავლეები, კულტურის და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შვილები, ისევე როგორც რუსთავის "სურბ გრიგორ ნარეკაცი" სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები, ქ. რუსთავსა და გარდაბანში მცხოვრები სომეხი ბავშვები. საჩუქრები გაახარებს ასევე აჭარის და ჯავახეთის ყველა სომხური რეგიონისა და სოფლის ბავშვებს, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონების და სოფლების სკოლის მოსწავლეებს, ბაღის აღსაზრდელებსა და თანამშრომლების შვილებს. ადგილზე საჩუქრების დარიგება ხორციელდება საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასის ლოცვა - კურთხევითა და მონაწილეობით.
პატარა სასაჩუქრე ყუთების დახმარებით უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ბავშვები თავიანთ სიყვარულს და სიკეთეს უზიარებენ საქართველოში მცხოვრებ თანატოლებს (დაახლ. 20 ათასამდე). ქველმოქმედება გადამდები და სიხარულის მომნიჭებელია. ვიმედოვნებთ ჩვენი შვილებიც თავის მხრივ ქრისტიანულ სიყვარულსა და სიკეთეს გაუზიარებენ თავიანთ უცნობ თანატოლებს.

275997848

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են