Материалы

წმ. გრიგოლ განმანათლებლის „ვირაპში შესვლის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი წმინდა წირვა

2022 წლის 2 აპრილს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ  წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამი დღესასწაულიდან პირველი - წმინდანის ვირაპში შესვლა იზეიმა.  საერთო ქრისტიანი წმინდანის დღესასწაულზე გაიხსნა ეკლესიის ფარდა და მორწმუნეებს მიეცათ ზიარების შესაძლებლობა.

ამ დღეს სომხური ეკლესია იხსენებს წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხორ ვირაპის მიწისქვეშა საპყრობილეში ჩაგდებას, იმ საშინელ ტანჯვებს, რომელიც მან იქ 13 წლის მანძილზე გადაიტანა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, წმ. გრიგოლ განმანათლებლის „ვირაპში შესვლის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა აღავლინა, ეკლესიის სულიერმა მსახურმა, ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა.

277576738

წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას, მწირველმა მღვდელმა მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრეებმა ინტერესით მოისმინეს წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ქრისტიანული რწმენისთვის განცდილი ტანჯვების, 13 წლის განმავლობაში გამოვლენილი დიდი ნებისყოფის,  წინააღმდეგობის ძალისა და ქრისტესადმი ერთგულების შესახებ. ეს იყო საშინელი წლები. ის ვირაპში ცხოვრობდა მორიელებსა  და მცოცავებში, თუმცა გრძნობდა რა უფლის ყოფნას და არ ნებდებოდა. სწორედ უფალი აძლევდა წმინდა გრიგოლ განმანათლებელს ძალას დარჩენილიყო ბნელ საპყრობილეში და დალოდებოდა იმ დღეს, როდესაც იქიდან გამოვიდოდა და ქრისტეს ნათელს იქადაგებდა.

ვირაპიდან გამოსვლის შემდეგ, წმინდა გრიგოლ განმანათლებელი,  ქრისტიანობას ავრცელებს სომეხთა ქვეყანაში და ხდება სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქი.

მორწმუნეებმა სანთლები დაანთეს წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსოვნისათვის, და ლოცვაში საერთო ქრისტიან წმინდანს შუამავლობა შესთხოვეს. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის, როგორც საერთო ქრისტიანი წმინდანის, ხსენებას აღნიშნავენ  სხვა ქრისტიანული ეკლესიებიც.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են